რატომ სჭირდება თქვენს შვილს ეს პროგრამა?
თუ თქვენს შვილს უჭირს ახალ გარემოში ადაპტირება, თანატოლებთან ურთიერთობა, მათთან დამეგობრება, მათთვის ნივთების გაზიარება და ვერბალური კომუნიკაცია, არის ძალიან ემოციური ან პირიქით, საერთოდ არ გამოხატავს ემოციებს და თუკი გსურთ, რომ თქვენმა შვილმა ნაყოფიერად, პროდუქტიულად და ღირებულად გაატაროს დრო, მაშინ ეს პროგრამა თქვენთვისაა.
როგორ დაეხმარება პროგრამა თქვენს შვილს?
კურსის „მოგზაურობა ბედნიერების სამყაროში“ განმავლობაში, ბავშვები მართლაც ლამაზ, კეთილ და სიკეთით სავსე სამყაროში იწყებენ ცხოვრებას. ისინი იკმაყოფილებენ იმ ბაზისურ მოთხოვნილებებს, რომელიც გააჩნიათ ამ ასაკში, ესენია: განვითარება, თავისუფლებისა და დიდობის განცდა. ჩვენთან ბავშვები მხოლოდ თამაშის მეშვეობით გამოიმუშავებენ ასაკისთვის შესაბამის უნარ-ჩვევებს. მათთვის შემუშავებული სპეციალური აქტივობების დახმარებით, რომელიც დაფუძნებულია ჰუმანური პედაგოგიკის პრონციპებზე, ვცდილობთ ბავშვებს გადავალახინოთ სხვადასხვა სირთულეები.
კურსი განკუთვნილია 3-6 წლის ბავშვებისთვის, რომლებიც ჯერ სკოლაში არ დადიან.
კურსის განმავლობაში, ბავშვები ფსიქოლოგებთან ერთად იმუშავებენ ისეთ თემებზე, როგორიცაა: მეგობრობა, ზრუნვა, პატიება, სიკეთე, დახმარება, დათმობა, გაზიარება და სხვა.
კურსის ფარგლებში, ბავშვებს განუვითარდებათ: აზროვნების უნარი, სამყაროს აღქმა, ფანტაზია, ყურადღება, მეტყველება, ემოციების გარჩევა და სწორი გზით გამოხატვა.
კურსს აქვს მთლიანად თამაშის ფორმატი. ზემოაღნიშნული მიზნები მიღწეული იქნება შემდეგი აქტივობებით: განმავითარებელი თამაშები, ზღაპრის კითხვა, თოჯინების თეატრი, ხატვა, მუსიკალური აქტივობები, ძერწვა, აპლიკაციების გაკეთება.
კურსის გავლის შემდეგ, ბავშვები შეძლებენ ახალ გარემოში მარტივად ადაპტირებას, თანატოლებთან კომუნიკაციის დამყარებას, გახდებიან უფრო თავდაჯერებულები და მოემატებათ საკუთარი თავის რწმენა. მათ გაუმდიდრდებათ სიტყვათა მარაგი, გაიღვივებენ ფანტაზიის უნარს, გამოიმუშავებენ ისეთ პიროვნულ თვისებებს, როგორიცაა: მეგობრობა, ზრუნვა, თანადგომა, სიკეთე და სხვა.
დიდი მადლობა მინდა გადაგუხადოთ აკადემიის ,,მოგზაურობა ბედნიერების
სამყაროში” პროგრამას, მის არაჩვეულებრივ, კეთილ, მოსიყვარულე ხელმძღვანელს
დიანას, ჩემი შვილის კიდევ უფრო მეტად გაბედნიერებისთვის, უფრო მეტი სიყვარულისთვის, მოთმინების უნარის ჩამოყალიბებისთვის. ბევრი რამის თქმა შემიძლია და მხოლოდ დადებითის. ველოდებით ოქტომბერს მიუთმენლად, რათა კვლავ მოვიდეთ თქვენთან.
ნინო
დიდი მადლობა ამონაშვილის აკადემიას და დიანას იმისათვის რომ ჩემს შვილებს შეაყვარა თავი როგორც პედაგოგმა, როგორც მეგობარმა, როგორც მეგზურმა
ბედნიერების სამყაროში! გაუჩინა ნდობა ბავშვებს, ასწავლა მეგობრობა, ბავშვები მთელი კვირის მანძილზე მოუთმენლად ელოდებოდნენ დიანასთან შეხვედრას, უყვებოდნენ ყველას დიანას და აკადემიის შესახებ. მინდა ყველა მშობელს ვურჩიო ატარონ ბავშვები აკადემიაში და არ ინანებენ!
მარიამის და თინათინის მშობელი
დიდი მადლობა ამონაშვილის აკადემიას და მათ გუნდს, რომლებმაც მომცეს
საშუალება მშვიდ და ბედნიერ გარემოში გამეზარდა ჩემი შვილი. უღრმესი მადლობა
ყველაზე მოსიყვარულე დიანა მასწავლებელს, რომელმაც შეძლო, რომ ბავშვი მეორე
შეხვედრიდან დამოუკიდებლად შესულიყო გაკვეთილზე. მართლაც ჯადოსნური,
მეგობრული და სიყვარულით სავსე გარემოა. ჩემი შვილი დიანასთან ურთიერთობის
შემდეგ გახდა ბევრად თბილი, მოსიყვარულე, ჩამოუყალიბდა მოთმინების უნარი. ვფიქრობ საუკეთესო ადგილია სადაც, ბავშვებს პიროვნული თვისებების
გაღვივებაში ეხმარებიან.
თეა
ფასი და დეტალები
შეხვედრები ტარდება მთელი წლის განმავლობაში, კვირაში ერთი დღე (შაბათს ან კვირას) 1 საათის განმავლობაში. კურსზე შემოერთება შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს. კურსის თვიური საფასური -170 ლარი.
დედმამიშვილებზე და ჩვენი აკადემიის წევრებზე ვრცელდება 10% ფასდაკლება.
ხშირად დასმული შეკითხვები:
ტერიტორიულად სად მდებარეობთ? ჩვენი მისამართია - საბურთალო, ჯურხა ნადირაძის 1 - უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და ქავთარაძის ქუჩის პარალელურად. დეტალური ადგილმდებარეობა შეგიძლიათ იხილოთ რუკაზე:
როგორ გავხდე აკადემიის წევრი? მოზარდი, თუ მშობელი, რომელიც ერთხელ მაინც ჩაირთვება ჩვენს რომელიმე პროგრამასა, თუ კურსში, ავტომატურად ხდება ჩვენი აკადემიის წევრი და სარგბელობს მომდევნო კურსებზე 10%-იანი ფასდაკლებით.
არის თუ არა საცდელი შეხვედრები? დიახ, გვაქვს საცდელი შეხვედრებიც. საცდელ შეხვედრაზე ჩასაწერად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია.
გაქვთ თუ არა კურსები ონლაინ ფორმატში დიახ, გვაქვს. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.
არის თუ არა ჯგუფები ასაკების მიხედვით დაყოფილი? დიახ. ასაკობრივი ჯგუფები დაყოფილია შემდეგნაირად - 6-9 წელი, 10-12 წელი, 13 წლის ზემოთ.
ბატონი შალვა და პაატა ამონაშვილები არ ატარებენ შეხვედრებს? შეხვედრებს მოზარდებთან ატარებენ ჩვენი ფსიქოლოგები, რომლებიც გადამზადებულები არიან ჰუმანურ პედაგოგიკაში ბატონი შალვა და პაატას მიერ. პროგრამებიც შედგენილია ბატონ შალვა და პაატა ამონაშვილებთან ერთად. თვითონ ბატონი შალვა და პაატა ამონაშვილები მოზარდებთან შეხვედრებს არ ატარებენ.
გაქვთ თუ არა პირადი კონსულტაციები? პირადი კონსულტაციების მომსახურება ჩვენს აკადემიაში არ გვაქვს.