

რა დახვდება თქვენს შვილს ჩვენთან?
თუ გყავთ 6-17 წლის მოზარდი სახლში, 8-12 იანვარს თბილისში ხართ და ჯერ სკოლა არ დაწყებულა…
მაშინ ამონაშვილის აკადემია ელის მას ახალი წლის დღეების თბილ და მხიარულ გარემოში გასატარებლად.
ჩვენთან მოზარდებს დახვდებათ სიყვარულით სავსე გარემო, რომელიც თან მხიარულად და თან ხარისხიანად გაატარებინებს საახალწლო არდადეგების დღეებს.
რას მოიცავს ეს პროგრამა?
ამ 5-დღიანი პროგრამის ფარგლებში, მოზარდები მოვლენ ჩვენთან აკადემიაში ყოველ დღე, დღეში 1.5 საათი და ჩვენი აკადემიის პედაგოგებთან ერთად გაატარებენ დროს თან მხიარულად და თან შინაარსიანად.
პროგრამა დასრულდება 12 იანვარს საახალწლო კარნავალით!
ჩვენი სხვა პროგრამებისგან განსხვავებით, ეს პროგრამა არის უფრო მხიარული და ორიენტირებულია საახალწლო განწყობის შექმნაზე.
პროგრამის განმავლობაში, ფსიქოლოგებთან ერთად, მოზარდები შეეხებიან შემდეგ თემებს:
-
საკუთარი თავის რწმენა;
-
ემოციების გაგება და გამოხატვა;
-
წარმატებული ურთიერთობის დამყარება;
-
ბედნიერების შინაგანი განცდა და სხვა...
ამ თემებზე მუშაობა ხდება სხვადასხვა თამაშითა და სავარჯიშოებით.
პროგრამა გათვლილია 6-17 წლის მოზარდებისათვის.
ვინ ატარებს პროგრამას?
პროგრამა ეფუძნება ჰუმანური პედაგოგიკის საფუძვლებს და შემუშავებულია შალვა და პაატა ამონაშვილებთან ერთად.
კურსს გაუძღვებიან ამონაშვილის აკადემიის ფსიქოლოგები:
ფასი და სხვა დეტალები
-
შეხვედრები ჩატარდება ყოველ დღე, 8-12 იანვარს.
-
თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობაა 1,5 საათი.
-
პროგრამის საფასურია - 190 ლარი.
დედმამიშვილებზე და ჩვენი აკადემიის წევრებზე მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.