top of page

რატომ სჭირდება თქვენს შვილს ეს პროგრამა?

ბავშვებისა და მოზარდებისთვის შემოქმედება არ არის მხოლოდ ხატვა – ეს არის
გრძნობების, ფიქრების და შინაგანი სამყაროს გამოხატვის ყველაზე ბუნებრივი და
ეფექტური გზა. ყოველდღიურ ცხოვრებაში ისინი შეიძლება განიცდიდნენ სტრესს,
ემოციურ დაძაბულობას ან თვითგამოხატვის სირთულეებს, რაც ხშირად შეუმჩნეველი რჩება.

 

გიფიქრიათ, რომ თქვენს შვილს შესაძლოა:

  • უჭირდეს საკუთარი ემოციების სიტყვებით გამოხატვა?

  • ჰქონდეს ჩაკეტილობის ან შიშების შეგრძნება?

  • უჭირდეს გადაწყვეტილებების მიღება და ახალი შესაძლებლობების დანახვა?

  • გრძნობდეს დაბალ თვითშეფასებას, ან არასწორად აფასებდეს საკუთარ უნარებს?

 

ეს არის პროგრამა, სადაც ბავშვები შეძლებენ თავისუფლად გამოხატონ თავიანთი
გრძნობები, გააცნობიერონ საკუთარი შესაძლებლობები და აღმოაჩინონ შინაგანი ძალა.

როგორ დაეხმარება პროგრამა თქვენს შვილს?

ემოციური განტვირთვა და შინაგანი ბალანსი ხელოვნება ბუნებრივი მეთოდია სტრესის და დაძაბულობის მოსახსნელად. ბავშვები ისწავლიან ფიქრების და ემოციების თავისუფლად გამოხატვას, რაც დაეხმარება მათ უფრო გაწონასწორებულ და თავდაჯერებულ ყოფნაში.
 

შემოქმედებითი ხედვის განვითარება ბავშვები გაეცნობიან სხვადასხვა ტექნიკას და მასალას, რაც დაეხმარებათ კრეატიული აზროვნების გაძლიერებაში. ისინი ისწავლიან, რომ პრობლემებს ყოველთვის აქვს არა ერთი, არამედ მრავალი გამოსავალი.
 

სოციალური უნარების განვითარება პროგრამა მოიცავს ჯგუფურ აქტივობებს, რაც ხელს უწყობს ურთიერთობის, გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარების განვითარებას.
თვითშეფასების და თავდაჯერებულობის ამაღლება ბავშვები აღმოაჩენენ, რომ თითოეული მათგანი უნიკალურია და შეუძლიათ საკუთარ ნიჭსა და უნარებში დარწმუნდნენ. ეს დაეხმარება მათ საკუთარი თავის რწმენის გაძლიერებაში და პიროვნული ზრდის პროცესში.

ცნობიერების გაფართოება და სამყაროს ახლებურად დანახვა
პროგრამა დაეხმარება ბავშვებს გაიფართოვონ თვალსაწიერი, დაინახონ სილამაზე
როგორც საკუთარ თავში, ასევე გარე სამყაროში, და განავითარონ ახალი, უფრო ღრმა
აღქმის უნარი.

ვისთვისაა ეს პროგრამა?

6-დან 17 წლამდე მოზარდებისთვის, რომლებიც:

  • ეძებენ თავისუფალ, შემოქმედებით სივრცეს, სადაც არ არსებობს კრიტიკა და შეზღუდვები

  • სურთ ემოციური განტვირთვა და თვითგამოხატვის განვითარება

  • უყვართ ხატვა, ფერები და ექსპერიმენტები

  • სურთ გაიფართოვონ ცნობიერება და მიიღონ ახალი გამოცდილება

  • გრძნობენ სტრესს ან თვითშეფასების პრობლემებს და ეძებენ გზას, რათა გააძლიერონ

საკუთარი ნდობა და თავდაჯერებულობა

  • უბრალოდ, სურთ დროის საინტერესოდ გატარება და ახალი მეგობრების შეძენა!

რას მიიღებს თქვენი შვილი ამ კურსის განმავლობაში?

თავისუფალი და უსაფრთხო სივრცე თვითგამოხატვისთვის – ბავშვებს შეეძლებათ
საკუთარი ემოციებისა და აზრების გადმოცემა ხელოვნების საშუალებით, რაც ხელს
შეუწყობს მათ ფსიქოლოგიურ სიმშვიდესა და შინაგან გაწონასწორებას.

 

ფერებისა და მასალების მრავალფეროვნება – პროგრამა მოიცავს მუშაობას სხვადასხვა
ტექნიკით, მათ შორის აკრილი, აკვარელი, გუაში, ფანქარი და სხვა ბუნებრივ
მასალებთან ექსპერიმენტები.


ხელოვნების ექსპერიმენტული მიდგომა – პროგრამა არ არის მხოლოდ ნახატების შექმნა.
აქ ბავშვები ცდიან არტ-თერაპიის სხვადასხვა ტექნიკებს, რაც მათ დაეხმარება სამყაროსა
და საკუთარი თავის ახლებურად აღქმასა და აზროვნების განვითარებაში.

 

პრობლემების კრეატიულად გადაჭრის უნარი – ბავშვები გააცნობიერებენ პრობლემების
გადაჭრის შემოქმედებით გზებს.


საკუთარი თავის უნიკალურობის აღმოჩენა – ჩვენთან თითოეულ ბავშვს ეძლევა
საშუალება, გამოავლინოს თავისი ინდივიდუალურობა და შემოქმედებითი
შესაძლებლობები.

ეს პროგრამა დაეხმარება თქვენს შვილს გახდეს უფრო თავდაჯერებული, ემოციურად
გაწონასწორებული და შემოქმედებითად თავისუფალი.

პროგრამა ეფუძნება ჰუმანური პედაგოგიკის საფუძვლებს და შემუშავებულია შალვა და პაატა ამონაშვილებთან ერთად.

ვინ ატარებს კურსს?

პროგრამა ეფუძნება ჰუმანური პედაგოგიკის საფუძვლებს და შემუშავებულია შალვა და პაატა ამონაშვილებთან ერთად.

რას ამბობენ ჩვენი მშობლები და მოზარდები ჩვენზე

ძალიან მიყვარს ამონაშვილები. ჩემთვის იდეალური აღზრდის სისტემაა ჰუმანური პედაგოგიკა. რომ შემეძლოს ხუთივე შვილს სიხარულით მოვიყვანდი ამ აკადემიაში. კატო იმიტომ მოვიყვანე, რომ თავდაჯერებულობა აკლდა. 2.1თვე იარა. კურსი დაეხმარა საკუთარი თავის პოვნაში. აღმოაჩინა, რომ სულაც არ არის ისეთი ცუდი, როგორიც ეგონა, რომ შეუძლია თამამად გამოთქვას საკუთარი აზრი. თითქოს უფრო გაიზარდა. განვითარების და შემეცნების ახალ ეტაპზე გადავიდა. თანაც ბევრად თავდაჯერებული გახდა. 
ნინო
ამონაშვილის აკადემია საუკეთესოა. უახლოესი მეგობრების რჩევა გავითვალისწინეთ და კმაყოფილებიც დავრჩით. ჩემი შვილი უფრო თავმომწონე გახდა, თვითშეფასება აეწია, თუმცა ვფიქრობ კიდევ არის სამუშაო. უკვე ვურჩიე მეგობარს თქვენთან მოსვლა დავამატებდი, რომ საოცარი  მასწავკებელი შეგვხვდა. მცირე პერიოდში ძალიან შეგვაყვარა თავი, თავის საქმის პროფესიონალი და უთბილესი ადამიანი. 
თეო
მე ველოდი, რომ ამონაშვილის აკადემია დამეხმარებოდა ჩემი თავის გაცნობაში, პრობლემების მოგვარებასა და იმ საკითხებში გარკვევაში, რაც ჩემს ასაკში ძირითადია. ჩემთვის აკადემია აღმოჩნდა ზუსტად ისეთი როგორსაც ველოდი, მაგრამ არ მეგონა თუ ასეთ მეგობრულ ხალხს გავიცნობდი. ამონაშვილის აკადემიაში სიარულმა უფრო მეტი თავდაჯერებულობა მომცა, განვივითარე პრობლემების სხვებთან გაზიარების და დახმარების თხოვნის უნარი. 
გოგა

ფასი და დეტალები

  • შეხვედრები ჩატარდება კვირაში ერთხელ.

  • თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობაა 1.5 საათი.

  • კურსის ხანგრძლივობაა 2 თვე (8 შეხვედრა).

  • კურსის პერიოდი: 1 მარტიდან 19 აპრილის ჩათვლით 

მოასწარით და შეიძინეთ კურსი საუკეთესო ფასად: თუ კურსს შეიძენთ 1-9 თებერვალს, სრული პროგრამის საფასური იქნება -420 ლარი, 10-21 თებერვლის შემთხვევაში- 470 ლარი, 22-28 თებერვალს- 510 ლარი

 

დედმამიშვილებზე მოქმედებს 10% ფასდაკლება.

 

კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით:

577 68 99 58 

სარეგისტრაციო ფორმა

როდის გირჩევნიათ შეხვედრები?

ხშირად დასმული შეკითხვები

-ტერიტორიულად სად მდებარეობთ? ჩვენი მისამართია - საბურთალო, ჯურხა ნადირაძის 1 - უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და ქავთარაძის ქუჩის პარალელურად. დეტალური ადგილმდებარეობა შეგიძლიათ იხილოთ რუკაზე:

-არის თუ არა საცდელი შეხვედრები? დიახ, გვაქვს საცდელი შეხვედრებიც. საცდელ შეხვედრაზე ჩასაწერად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია.

-გაქვთ თუ არა კურსები ონლაინ ფორმატში დიახ, გვაქვს. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

-არის თუ არა ჯგუფები ასაკების მიხედვით დაყოფილი? დიახ. ასაკობრივი ჯგუფები დაყოფილია შემდეგნაირად - 6-9 წელი, 10-12 წელი, 13 წლის ზემოთ.

-ბატონი შალვა და პაატა ამონაშვილები არ ატარებენ შეხვედრებს? შეხვედრებს მოზარდებთან ატარებენ ჩვენი ფსიქოლოგები, რომლებიც გადამზადებულები არიან ჰუმანურ პედაგოგიკაში ბატონი შალვა და პაატას მიერ. პროგრამებიც შედგენილია ბატონ შალვა და პაატა ამონაშვილებთან ერთად. თვითონ ბატონი შალვა და პაატა ამონაშვილები მოზარდებთან შეხვედრებს არ ატარებენ.

-გაქვთ თუ არა პირადი კონსულტაციები? პირადი კონსულტაციების მომსახურება ჩვენს აკადემიაში არ გვაქვს.

  • Instagram
  • Facebook
  • YouTube
bottom of page