რატომ სჭირდება თქვენს შვილს ეს პროგრამა?
თუ თქვენი შვილი ჯერ არ დადის ბაღში და გსურთ, რომ ის ფსიქოლოგიურად მოემზადოს ბაღში წასასვლელად;
ან დადიოდა, მაგრამ გაუჭირდა ახალ გარემოსთან შეგუება;
ან იქნებ დადის კიდეც ბაღში, მაგრამ უჭირს თანატოლებთან ურთიერთობა, მათთან დამეგობრება, ვერბალური კომუნიკაცია;
ან უბრალოდ გსურთ, რომ თქვენმა შვილმა დრო მხიარულად და, თან, ხარისხიანად გაატაროს, ხოლო თქვენ კი კვირაში რამდენიმე საათი გამოგინთავისუფლდეთ...
მაშინ ეს პროგრამა თქვენთვისაა.
კურსი განკუთვნილია 3-5 წლის ბავშვებისთვის.
ზემოაღნიშნული მიზნები მიღწეული იქნება ისეთი აქტივობებით, როგორიცაა - როლური თამაშები, განმავითარებელი, მუსიკალური და რითმული აქტივობები, ზღაპრის კითხვა, თოჯინების თეატრი, ხატვა, ძერწვა, აპლიკაციების გაკეთება და სხვა
ვინ ატარებს კურსს?
რეგისტრაცია პროგრამაზე
ანუმ გამორჩეულად დასამახსოვრებელი და მისთვის ძალიან სასარგებლო 4 თვე გაატარა ამონაშვილის აკადემიაში. კონკრეტული კურსი ვფიქრობ
დაეხმარა ჩემს შვილს ჯანსაღი ურთიერთობების შესახებ წარმოდგენის შექმნაში, მისი ჯგუფის ბავშვებთან სწორი კომუნიკაციის ჩამოყალიბებაში და მისი
გრძნობენის სწორად გამოხატვაში. ანუ გახდა მეტად დამოუკიდებელი, და მიმღები, დღეს მეტად მარტივია მისთვის გრძნობების სწორად გამოხატვა, რაც ჩემთვის, როგორც მშობლისთვის, ძალიან დიდი საჩუქარია და მეძლევა შესაძლებლობა ჩემი შვილის საჭიროებები სწორად აღვიქვა და დროულად მოვახდინო სწორი
კომუნიკაცია მასთან.
სოფიკო
ამონაშვილის აკადემიაში მოვიყვანეთ მარიამი, რადგან ბევრი გვსმენია იმ განსაკუთრებული, ბავშვზე და მის კეთილ ბუნებაზე ორიენტირებული მიდგომის
შესახებ, რომელიც იქ არის.
დაიწყო ბაღში
გატარებული შთაბეჭდილებების გაზიარება, მოეწონა თამაშები, დაუმეგობრდა მასწავლებელს, რამაც განსაკუთრებულად გაზარდა მისი მოტივაცია. ძალიან
მოწადინებულია, რომ კვლავ გააგრძელოს სიარული აკადემიში. სხვას გავუწევდი
რეკომენდაციას, არ ინანებთ.
ირაკლი
ლევანმა 2 თვე იარა
თქვენთან და კიდევ ვაპირებთ. პროგრამა დაეხმარა, რომ გამხდარიყო მეტად
აქტიური, კომუნიკაბელური, შეუყვარდა უცხო გარემო და უცხო ადამიანები.
ვატყობ, რომ არის მეტად თავისუფალი, გაბედული და მარტივად ახერხებს
ბავშვებთან კონტაქტის დამყარებას. მშობლებს ვეტყოდი, რომ საუკეთესო ადგილია,
სადაც ბავშვი შეგიძლია ნამდვილ პროფესიონალებს ანდო. საუკეთესოები ხართ და
ჩემი დიდი პატივისცემა თქვენს გუნდს. წარმატებები.
სალომე
ხშირად დასმული შეკითხვები:
ტერიტორიულად სად მდებარეობთ? ჩვენი მისამართია - საბურთალო, ჯურხა ნადირაძის 1 - უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და ქავთარაძის ქუჩის პარალელურად. დეტალური ადგილმდებარეობა შეგიძლიათ იხილოთ რუკაზე:
არის თუ არა საცდელი შეხვედრები? დიახ, გვაქვს საცდელი შეხვედრებიც. საცდელ შეხვედრაზე ჩასაწერად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია.
გაქვთ თუ არა კურსები ონლაინ ფორმატში 6 წლის ზემოთ მოზარდების პროგრამებზე გვაქვს. სკოლამდელი ასაკის პროგრამების, მხოლოდ ცოცხალი ფორმატით მუშაობენ. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.
არის თუ არა ჯგუფები ასაკების მიხედვით დაყოფილი? დიახ. ასაკობრივი ჯგუფები დაყოფილია შემდეგნაირად - 3-4 წელი, 4-5 წელი, 6-9 წელი, 10-12 წელი, 13 წლის ზემოთ.
ბატონი შალვა და პაატა ამონაშვილები არ ატარებენ შეხვედრებს? შეხვედრებს მოზარდებთან ატარებენ ჩვენი ფსიქოლოგები, რომლებიც გადამზადებულები არიან ჰუმანურ პედაგოგიკაში ბატონი შალვა და პაატას მიერ. პროგრამებიც შედგენილია ბატონ შალვა და პაატა ამონაშვილებთან ერთად. თვითონ ბატონი შალვა და პაატა ამონაშვილები მოზარდებთან შეხვედრებს არ ატარებენ.
გაქვთ თუ არა პირადი კონსულტაციები? პირადი კონსულტაციების მომსახურება ჩვენს აკადემიაში არ გვაქვს.