Რა დაგხვდებათ ბუშეტში?
ბუშეტში დაგხვდებათ საახალწლო, თბილი გარემო, გაჯერებული ოჯახური საუბრებით ბედნიერ ცხოვრებასა და აღზრდაზე შალვა და პაატა ამონაშვილებთან ერთად.
სპეციალურად ბავშვებისთვის იმუშავებენ გამოცდილი აღმზრდელები თამრიკო სხვიტარიძის განსაკუთრებული პროგრამის ფარგლებში, სადაც ბავშვები 3 დღის განმავლობაში ხდებიან უფროსები: მუშაობენ, გამოიმუშავებენ ადგილობრივ ფულს, არიან აქტიურად ჩართული სოციალურ ცხოვრებაში, ხოლო მშობლები ხდებიან ბავშვები: დადიან სკოლაში, სწავლობენ როგორ გახდნენ უკეთესი მშობლები.
საბავშვო პროგრამა გათვლილია 3-16 წლის მოზარდებზე.
რატომ იქნება კარგი, რომ გაატარო ძველით ახალი წელი ჩვენთან?
ეს იქნება დაუვიწყარი სადღესასწაულო დღეები, რომლებიც გახდება თქვენთვის და თქვენი შვილებისათვის სიხარულის, ბედნიერების, სიყვარულისა და საუკეთესო მოგონებების წყარო!
ფასი და დეტალები
თქვენი მაქსიმალური კომფორტისათვის, აკადემიამ შეიმუშავა რამდენიმე შეთავაზება: