top of page
არდადეგები მზიანეთში (2).png

ამონაშვილის აკადემია წარმოგიდგენთ: “საახალწლო არდადეგები მზიანეთში”

 

ველით 12 - 17 წლის მოზარდებს - მათ, ვისაც სურთ, გახდნენ მომავლის ქალაქ “მზიანეთის” მოქალაქეები

რას ნიშნავს მომავლის ქალაქი?

ეს არის ბუნებაში ჩადგმული პატარა ქალაქი, სამსახურებით, სპორტული კომპლექსით, კვების ობიექტებით, სასტუმრო სახლებით, თეატრით, შემოქმედებითი სახელოსნოებით და მთავრობის სახლით. ამ ქალაქში მოზარდები ხდებიან მოქალაქეები, დადიან სამსახურში, გამოიმუშავებენ ხელფასს (შიდა ვალუტა “დარი”) და ერთობიან სხვადასხვა კლუბებში, სადაც ხარჯავენ საკუთარი შრომით გამომუშავებულ ფულს. ერთი სიტყვით, ხვდებიან მომავალში.

სად არის მზიანეთი?

თელავის რაიონში, ახლოს წინანდალთან, სოფელი ბუშეტისა და ვანთის გადაკვეთაზე.

“მზიანეთი” დაფუძნებულია შალვა ამონაშვილის “ჰუმანური პედაგოგიკის” იდეებზე და მოქმედებს დიდი პედაგოგის შემოთავაზებული სამი კანონით:
. გიყვარდეს ყველა
. იცხოვრე სინდისით და
. იშრომე ყველასთვის სასიკეთოდ

პროგრამის სამეცნიერო და ფსიქოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელია პაატა ამონაშვილი.

მზიანეთის სამხატვრო ხელმძღვანელი და პროდიუსერია თამარ სხვიტარიძე

როგორ იცხოვრებენ მოზარდები “მზიანეთში”?

ჩამოსვლისთანავე მოზარდები იყოფიან “სამეგობროებად” (5 მოზარდი და ერთი ახალგაზრდა ლიდერი.) და ცხოვრობენ ერთი სამეგობროსთვის გამოყოფილ ოთახებში.
სამეგობროები დაყოფილია გენდერული პრინციპით.

ყოველ დილით 10:00 საათზე ყველა სამეგობრო იკრიბება დიდ დარბაზში პარლამენტის სხდომაზე, სადაც იხილება დღის თემები და მტკიცდება ცხოვრების წესები. პარლამენტის თავმჯდომარეა პაატა ამონაშვილი.
11:00 დან 14:00 მდე მოქალაქეები მუშაობენ სხვადასხვა სამსახურში.
. მერია
. მაშველთა კორპუსი
. სამხატვრო სახელოსნო
. კაფე
. ბუნების ინსტიტუტი
. მედია ცენტრი

15:00 - 16:00 წყნარი საათი
16:00 - 17:00 შეხვედრა შალვა ამონაშვილთან
17:00 - 20:00 - მოქალაქეები ირჩევენ კლუბს და ერთობიან
20:00 - 22:00 - არის საღამოს პროგრამები და კინოჩვენებები.

როდის იწყება საახალწლო არდადეგები მზიანეთში?

2026 წლის 3-9 იანვარი

რა ღირს?

1440 ლარი

რა შედის ფასში?

ფასში შედის მგზავრობა თბილისიდან და უკან, ოთხჯერადი კვება (მაქსიმალურად ჯანსაღი საკვები), ცხოვრება და უნიკალური პროგრამა მოზარდებისათვის, რომლის ფარგლებშიც, ისინი უამრავ სიახლეს ისწავლიან და განვითარდებიან!

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვირეკოთ:
577 68 99 58

სარეგისტრაციო ფორმა

ბედნიერი მომავალი იწყება “მზიანეთში”!
ახალ წლამდე ცოტა დროა! შემოგვიერთდით!

  • Instagram
  • Facebook
  • YouTube
bottom of page