
ამონაშვილების ბანაკი "მზიანეთი"

ამონაშვილების აკადემია 4-11 სექტემბერს გთავაზობთ უნიკალურ ბანაკს 12-17 წლის მოზარდებისათვის ბუშეტში, ამონაშვილების კარ-მიდამოს ტერიტორიაზე!
კახეთში, თელავთან ახლოს, ამონაშვილის კარ-მიდამოში, არსებობს ქალაქი "მზიანეთი". აქ ყველა ბავშვი ხდება მზიანეთის თავისუფალი მოქალაქე. მოქალაქეები დიდებივით მუშაობენ დაწესებულებებში. მაგალითად, ნამდვილ კაფეში, შემოქმედებით სახელოსნოში, ბუნების ინსტიტუტში, მედია ცენტრში, სამაშველო სამსახურში და სხვა.
ხელფასს მოქალაქეები იღებენ მზიანეთის ვალუტაში, რომელსაც ჰქვია დარი.
ყველა მოქალაქეს აქვს თავისი პასპორტი და მონაწილეობას იღებს ნამდვილი მზიანეთის პარლამენტის მუშაობაში, რომელიც შეიმუშავებს საკუთარ კანონებს.
რა თქმა უნდა, მუშაობის შემდეგ გართობაც არის, საინტერესო კლუბებში - ფეხბურთი, ხელოვანთა კლუბი, კოცონი, კინოთეატრი, და სხვა.
მზიანეთის მოქალაქეები ცხოვრობენ სამეგობროებში - ოთხი ან ხუთი მოქალაქე ერთად ცხოვრობს კოტეჯში ან ოთახში გამოცდილ ლიდერებთან ერთად.
მზიანეთს ჰყავს დიდი მასწავლებელი - შალვა ამონაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე - პაატა ამონაშვილი.
როდის? - 4-11 სექტემბერს
რა ღირს? - 1350 ლარი
ასაკი? -12-17 წლის მოზარდებისთვის
რა შედის ფასში? - ფასში შედის მგზავრობა თბილისიდან და უკან, კვება (მაქსიმალურად ჯანსაღი საკვები), ცხოვრება და უნიკალური პროგრამა მოზარდებისათვის, რომლის ფარგლებშიც, ისინი უამრავ სიახლეს ისწავლიან და განვითარდებიან!
და რაც მთავარია, მოზარდებს ჩვენთან დახვდებათ უდიდესი სიყვარული და ღრმა პატივისცემა!
ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვირეკოთ: 577 202 272, 577 68 99 58