![](https://static.wixstatic.com/media/78fca0_a5a6c0dd1509411e98ca164cc934e65b~mv2.jpg/v1/fill/w_1920,h_1357,al_c,q_90,usm_0.66_1.00_0.01,enc_avif,quality_auto/78fca0_a5a6c0dd1509411e98ca164cc934e65b~mv2.jpg)
რატომ სჭირდება თქვენს შვილს ეს პროგრამა?
თუ თქვენი შვილი სექტემბრიდან მიდის სკოლაში და გსურთ, რომ ის თავდაჯერებული შეხვდეს სკოლის გარემოს, ადვილად მოახდინოს ადაპტაცია და გაიჩინოს მეგობრები, არ გაუჭირდეს გაკვეთილზე კონცენტრაცია და გარკვეული დროის განმავლობაში ყურადღების შენარჩუნება და ზოგადად, ფსიქოლოგიურად მზად იყოს სკოლისთვის, მაშინ ეს კურსი თქვენთვისაა.
როგორ დაეხმარება პროგრამა თქვენს შვილს?
ეს პროგრამა გამორჩეულია სხვა სასკოლო მზაობის პროგრამებისაგან იმით, რომ ბავშვები როგორც პიროვნულ მახასიათებლებს, ისე უნარ-ჩვევებს ივითარებენ მუსიკის და ფერების საშუალებით. მუსიკალური ინსტრუმენტები, მოძრაობა, ფერების განცდა და რიტმის შეგრძნება არის ის ჯადოსნური ატმოსფერო, რომელიც დადებითად აისახება ბავშვის განწყობასა და მოტივაციაზე.
პროგრამა შედგება სხვადასხვა რიტმულ-მუსიკალური აქტივობებისა და თამაშებსაგან, რადგან ამ ასაკში ბავშვი ჯერ კიდევ თამაშით შეიმეცნებს სამყაროს.
პროგრამის განმავლობაში რიტმის გრძნობის განვითარების საშუალებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ ბავშვებში ყურადღებისა და კონცენტრაციის დონის ამაღლებას, აქტიური მოსმენის უნარის განვითარებას, საკუთარ თავში იმპროვიზაციისა და შემოქმედებითობის უნარების გახსნას. პროცესში ჩართულობა, ასევე, დადებითად აისახება ბავშვის კოგნიტური თუ მოტორული შესაძლებლობების განვითარებაზე.
კურსი განკუთვნილია 5-6 წლის ბავშვებისათვის, მათთვის, ვინც სექტემბერში მიდის სკოლაში.
კურსის ფარგლებში, ბავშვები ფსიქოლოგთან ერთად იმუშავებენ ისეთ თემებზე, როგორიცაა: მეგობრობა, ზრუნვა, პატიება, სიკეთე, დახმარება, დათმობა, გაზიარება და სხვა.
მშობლებთან ინდივიდუალური კომუნიკაცია კურსის წამყვან ფსიქოლოგთან ექნება თვეში ერთხელ.
რას მიიღებს თქვენი შვილი კურსის გავლის შედეგად?
რიტმული აქტივობებით და თამაშებით, ბავშვები გაიუმჯობესებენ სოციუმში ადაპტირებისთვის საჭირო უნარებს, გაიძლიერებენ ნებისყოფას და კონცენტრაციას, ისწავლიან გაზიარებას, სხვის გათვალისწინებას, გახდებიან უფრო თავდაჯერებულები, დამოუკიდებლები და მოემატებათ საკუთარი თავის რწმენა, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება მათ სკოლაში თავისუფლად გამოხატონ საკუთარი თავი და მარტივად ჩაერთონ სასწავლო პროცესში.
ფასი და დეტალები
შეხვედრები ჩატარდება კვირაში ერთხელ (გთხოვთ, სასურველი დღეები მონიშნოთ სარეგისტრაციო ფორმაში).
კურსის ხანგრძლივობაა: 5 თვე - (1 თებერვალი-22 ივნისი, სულ 20 შეხვედრა).
თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობაა: 1 საათი.
კურსის ჯამური საფასურია - 950 ლარი (5 თვე).
თანხის გადახდა, ასევე შეგიძლიათ თიბისი ბანკის განაწილების პირობებით, ან თიბისი ბანკის 6 თვიანი უპროცენტო განვადების გზით
დედმამიშვილებზე მოქმედებს 10% ფასდაკლება.
დიდი მადლობა მინდა გადაგუხადოთ აკადემიის ,,მოგზაურობა ბედნიერების
სამყაროში” პროგრამას, მის არაჩვეულებრივ, კეთილ, მოსიყვარულე ხელმძღვანელს
დიანას, ჩემი შვილის კიდევ უფრო მეტად გაბედნიერებისთვის, უფრო მეტი სიყვარულისთვის, მოთმინების უნარის ჩამოყალიბებისთვის. ბევრი რამის თქმა შემიძლია და მხოლოდ დადებითის. ველოდებით ოქტომბერს მიუთმენლად, რათა კვლავ მოვიდეთ თქვენთან.
ნინო
დიდი მადლობა ამონაშვილის აკადემიას და დიანას იმისათვის რომ ჩემს შვილებს შეაყვარა თავი როგორც პედაგოგმა, როგორც მეგობარმა, როგორც მეგზურმა
ბედნიერების სამყაროში! გაუჩინა ნდობა ბავშვებს, ასწავლა მეგობრობა, ბავშვები მთელი კვირის მანძილზე მოუთმენლად ელოდებოდნენ დიანასთან შეხვედრას, უყვებოდნენ ყველას დიანას და აკადემიის შესახებ. მინდა ყველა მშობელს ვურჩიო ატარონ ბავშვები აკადემიაში და არ ინანებენ!
მარიამის და თინათინის მშობელი
დიდი მადლობა ამონაშვილის აკადემიას და მათ გუნდს, რომლებმაც მომცეს
საშუალება მშვიდ და ბედნიერ გარემოში გამეზარდა ჩემი შვილი. უღრმესი მადლობა
ყველაზე მოსიყვარულე დიანა მასწავლებელს, რომელმაც შეძლო, რომ ბავშვი მეორე
შეხვედრიდან დამოუკიდებლად შესულიყო გაკვეთილზე. მართლაც ჯადოსნური,
მეგობრული და სიყვარულით სავსე გარემოა. ჩემი შვილი დიანასთან ურთიერთობის
შემდეგ გახდა ბევრად თბილი, მოსიყვარულე, ჩამოუყალიბდა მოთმინების უნარი. ვფიქრობ საუკეთესო ადგილია სადაც, ბავშვებს პიროვნული თვისებების
გაღვივებაში ეხმარებიან.
თეა