top of page

მე და ჩემი ემოციები

emociebi axali - insta copy.jpg

ალბათ, გქონიათ შემთხვევა, როდესაც თქვენი შვილი თქვენთვის ძალიან გაუგებრად იქცევა - მაგალითად ყვირის, ისვრის საგნებს, იკეტება ოთახში, თითქოს უმიზეზოდ ტირის და სხვა. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ბავშვებს, ისევე როგორც ჩვენ, მრავალი სხვადასხვა ემოცია ეუფლებათ, მაგრამ მათ ჯერ არ იციან საკუთარი ემოციების ამოცნობა და მათი სწორი გზით გამოხატვა - ისე, რომ არც საკუთარი თავი დააზიანონ და არც გარშემომყოფები. ხშირად, ასეთი, ჩვენთვის გაუგებარი ემოციური აფეთქების შემდეგ, ისინი ნანობენ კიდეც საკუთარ საქციელს და თავს დამნაშავედ გრძნობენ, მაგრამ ჯერ არც ასეთი სახის ემოციების გამოხატვა აქვთ ნასწავლი, ამიტომ შეიძლება ეს განცდები გულში დაიტოვონ და ძალიან დაიმძიმონ საკუთარი თავი. 

არა მხოლოდ უარყოფითი ემოციების ამოცნობა და სწორად გამოხატვაა მნიშვნელოვანი. მოზარდებს, ხშირად შეიძლება სიხარულის და სიყვარულის გამოვლენაც კი გაუჭირდეთ. ეს პროცესი განსაკუთრებით რთულდება გარდატეხის ასაკში - მოზარდს სიყვარული აშკარად სჭირდება, მაგრამ უარს ამბობს მის მიღებაზე - ჩახუტებაზე, მოფერებაზე, ტკბილ სიტყვაზე. 

 

შეიძლება ბავშვებს არა მარტო საკუთარ თავში, არამედ სხვა ადამიანებშიც კი გაუჭირდეთ სხვადასხვა ემოციების ამოცნობა, ამიტომ შეიძლება მათგან გავიგოთ ისეთი ფრაზები როგორიცაა “მე არავის ვუყვარვარ”, “ჩემთან ყოფნა არავის უხარია” და სხვა. 

 

ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენი აკადემიის ხელში მრავალმა მოზარდმა გაიარა და ვიცით, რა რთული საკითხია ემოციები მათთვის. ამიტომ კვლავ ვანახლებთ ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროგრამას “მე და ჩემი ემოციები”. 

 

ამ კურსის ფარგლებში ჩვენი პედაგოგები თქვენს შვილებთან ერთად გაეცნობიან სხვადასხვა სახის ემოციებს, გაანალიზებენ როგორ და რატომ ჩნდებიან სხვადასხვა ემოციები, გააცნობიერებენ ამ ემოციების გამოხატვის რა გზები არსებობს და როგორ ჯობია მათი გამოხატვა ისე, რომ ჰარმონიაში ვიყოთ სამყაროსა და გარშემომყოფებთან. მოზარდები გაანალიზებენ, რომ ჩვენი ემოციები დამოკიდებულია ჩვენზე და საჭიროა მათი მართვა და სწორად გამოხატვა, რომ ჩვენ ვიყოთ მათი მმართველები, და არა ისინი ჩვენი. 

 

კურსი ისეა აგებული, რომ მას აქვს ძალიან საინტერესო ფორმატი ბავშვებისათვის. თითოეული შეხვედრა შედგება მხიარული ფსიქოლოგიური სავარჯიშოებისაგან, სახალისო აქტივობებისაგან, ჯგუფური და ინდივიდუალური სამუშაოებისაგან… პროცესი ისეა შედგენილი, რომ ის ძალიან საინტერესო და თან სახალისოა ჩვენი მოზარდებისთვის. 

 

ველით ჩვენთან, ამონაშვილის აკადემიაში 6-17 წლის მოზარდებს, რომ მათთან ერთად გავხდეთ ემოციების ნამდვილი ექსპერტები.

 

შეხვედრები ჩატარდება შაბათ ან კვირა დღეს

კურსის ხანგრძლივობაა - 5 თვე, 20 შეხვედრა

კურსის საფასურია - 850 ლარი

დედმამიშვილებზე და ჩვენი აკადემიის წევრებზე მოქმედებს 10% ფასდაკლება

ჩვენი მომხმარებლებისთვის მოქმედებს 6 თვიანი უპროცენტო განვადება თიბისი ბანკში.

 

კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით - 598 94 21 22

პროგრამა ეფუძნება ჰუმანური პედაგოგიკის საფუძვლებს და შემუშავებულია შალვა და პაატა ამონაშვილებთან ერთად.

რეგისტრაცია პროგრამაზე 
"მე და ჩემი ემოციები"
როდის გირჩევნიათ შეხვედრები?
რა ფორმატში დაესწრებით შეხვედრებს?
bottom of page