top of page
ზაფხული ბექი.jpg
ბანერი ზაფხულის-03.png

თუ ივლისის ქალაქში გატარებას აპირებთ, მაშინ ამონაშვილის აკადემია გეპატიჟებათ ბედნიერ, ჰარმონიულ და რაც მთავარია, ყველაზე მხიარულ ზაფხულზე ჩვენს ოფისში.

 

ივლისის თვეში ჩვენთან შეიკრიბება მრავალფეროვანი და ძალიან საინტერესო პატარა-დიდი ადამიანების ჯგუფები, რომლებიც კვირაში სამჯერ, 1.5 საათის განმავლობაში ერთმანეთთან მხიარულად და ნაყოფიერად გაატარებენ დროს. ამასთან ერთად მათ ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა ჩვენს მიერ შემუშავებულ მრავლისმომცველ პროგრამაში ჩაერთონ, რომელიც აერთიანებს ემოციების, თვითშეფასების და ბედნიერების ლაბორატორიის თემატიკას. თქვენს შვილებს ჩვენთან ელოდებათ თბილი, მზრუნველი და უპირობო სიყვარულით აღსავსე გარემო, ღიმილიანი სახეები, გამოცდილ ფსიქოლოგთა გუნდი, რომლებიც იზრუნებენ მათ შინაგან ჰარმონიაზე.

ფონი

რას მოიცავს პროგრამა?

_

პროგრამა მოიცავს:

- ემოციებზე, მათ ამოცნობასა და გამოხატვაზე მუშაობას; როგორ მოქმედებს ემოციები ჩვენზე;

- საკუთარი თავის სწორად აღქმასა და დადებითი კუთხით წარმოჩენას;

- ჩვენი შესაძლებლობების უსაზღვროობას და მათ აღმოჩენას;

- ბედნიერების დეტალებში პოვნას და მადლიერების მნიშვნელობის გააზრებას;

- რეალობის სწორ აღქმას და ჩვენი ფიქრების მნიშვნელობას;

- ცხოვრებისეული სიძნელეების გადალახვას;

- უარყოფითი ფიქრებისგან განთავისუფლებას;

- მიზნების დასახვასა და მათი განხორციელების გზების ძიებას.

 

პროგრამის მიზნები მიღწეული იქნება სხვადასხვა გზებით, როგორიცაა:

- თემატური საუბრები;

- პრაქტიკული სამუშაოები - როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური;

- დებატები;

- ფილმებისა და ანიმაციების ჩვენება-განხილვა;

- საინტერესო წერილებისა და ამბების კითხვა-განხილვა ;

- ფსიქოლოგიური თამაშები და სავარჯიშოები;

- სხვადასხვა ქეისის განხილვა;

- ენერჯაიზერები და სხვა.

 

 

 

პროგრამა ეფუძნება ჰუმანური პედაგოგიკის საფუძვლებს და შემუშავებულია შალვა და პაატა ამონაშვილებთან ერთად.

ფონი

ვინ ატარებს კურსს?

ანი ლიპარტელიანი.jpeg

ანა ლიპარტელიანი

ფსიქოლოგი

აქვს ბავშვებთან მუშაობის 10-წლიანი პედაგოგიური გამოცდილება. არის ამონაშვილის აკადემიის ერთ-ერთი წამყვანი ფსიქოლოგი და ჩვენთან ერთად მუშაობს მე-2 წელია.

“ბავშვებთან და მოზარდებთან ურთიერთობა მაბედნიერებს. მინდა მათ ცხოვრების მნიშვნელოვან გზაზე მხარი დავუჭირო, სიყვარული და მათი პიროვნული მნიშვნელობა ვაგრძნობინო”.

d0401a08-1c8e-4eb1-a98f-4201f96e70f7.jpeg

სალომე მამისეიშვილი

ფსიქოლოგი

,,ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნო, საინტერესო და საპასუხისმგებლოა ჩემთვის. დიდი ბედნიერებაა, როდესაც თუნდაც მცირედი წვლილი შემაქვს მათ განვითარებასა და სულიერ კეთილდღეობაში. ჩემი მთავარი მიზანია, ბავშვებს შევუქმნა უპირობო სიყვარულით აღსავსე ისეთი გარემო, სადაც ისინი თავს მნიშვნელოვნად, ლაღად და თავისუფლად იგრძნობენ.”

ფაცურია მარიამ-01-01.png

მარიამ ფაცურია

ფსიქოლოგი

აქვს ბავშვებთან მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება. არის ამონაშვილის აკადემიის ფსიქოლოგი.

 

“კარგად მახსოვს ჩემი ბავშვობა. მახსოვს როგორ მსურდა ვყოფილიყავი დიდი და მომქცეოდნენ ისე, როგორც ზრდასრულს. ვთვლი, რომ ერთადერთი გზა გაუგო ბავშვებს და გაიყოლო ისინი აღზრდის პროცესში, არის მათი გულში ჩახედვით და შენივე ბავშვობის კარის გახსნით. მე მჯერა, რომ პიროვნება არის პიროვნება, მიუხედავად მისი ასაკისა”

848a2e6a-e33c-41e5-9496-974264b4b911 (1).jpeg

სოფო ფარულავა

ფსიქოლოგიის მაგისტრი

“ყველა ბავშვი იმსახურებს მოსმენას, გაგებასა და მხარდაჭერას. თითოეულ მათგანში დევს უსაზღვრო პოტენციალი და ჩემი მიზანია დავეხმარო მათ ამ ძალების აღმოჩენასა და განვითარებაში.”

ფასი და დეტალები

  • შეხვედრები ჩატარდება კვირაში სამჯერ: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი;

  • თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობაა: 1,5 საათი;

  • პერიოდი: 30 ივნისიდან 25 ივლისის ჩათვლით; (12 შეხვედრა)​​

  • კურსის ფასი განსაზღვრულია იმის მიხედვით, თუ რა პერიოდში გაივლით რეგისტრაციას და შეიძენთ პროგრამას. სრული, ერთთვიანი ინტენსიური კურსის საფასურია:
    5-11 ივნისი შეძენის შემთხვევაში - 420 ₾
    12-20 ივნისი შეძენის შემთხვევაში - 460 ₾
    21-29 ივნისი შეძენის შემთხვევაში - 510 ₾

   იჩქარეთ და შეიძინეთ კურსი საუკეთესო ფასად

  • დედმამიშვილებზე მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.

  • ადგილების რაოდენობა შეზღუდულია 

კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით:

 577 68 99 58

სარეგისტრაციო ფორმა

რომელ ფილიალში გსურთ?

ხშირად დასმული შეკითხვები

-ტერიტორიულად სად მდებარეობთ? ჩვენი მისამართია - საბურთალო, ჯურხა ნადირაძის 1 - უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და ქავთარაძის ქუჩის პარალელურად. დეტალური ადგილმდებარეობა შეგიძლიათ იხილოთ რუკაზე:

-გაქვთ თუ არა კურსები ონლაინ ფორმატში დიახ, გვაქვს. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

-არის თუ არა ჯგუფები ასაკების მიხედვით დაყოფილი? დიახ. ასაკობრივი ჯგუფები დაყოფილია შემდეგნაირად - 6-9 წელი, 10-12 წელი, 13 წლის ზემოთ.

-ბატონი შალვა და პაატა ამონაშვილები არ ატარებენ შეხვედრებს? შეხვედრებს მოზარდებთან ატარებენ ჩვენი ფსიქოლოგები, რომლებიც გადამზადებულები არიან ჰუმანურ პედაგოგიკაში ბატონი შალვა და პაატას მიერ. პროგრამებიც შედგენილია ბატონ შალვა და პაატა ამონაშვილებთან ერთად. თვითონ ბატონი შალვა და პაატა ამონაშვილები მოზარდებთან შეხვედრებს არ ატარებენ.

-გაქვთ თუ არა პირადი კონსულტაციები? პირადი კონსულტაციების მომსახურება ჩვენს აკადემიაში არ გვაქვს.

  • Instagram
  • Facebook
  • YouTube
bottom of page