top of page

ახალი წელი ბავშვების ცხოვრებაში განსაკუთრებული პერიოდია, ამიტომ ამ დროს ჯადოსნური გარემოს შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. სპეციალურად ამ მიზნით, სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის შევქმენით წინასაახალწლო 1 თვიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ბავშვები იმოგზაურებენ ნამდვილი საოცრებების სამყაროში. აქ გაცოცხლდებიან ზღაპრები და ყოველი შეხვედრა იქნება დაუვიწყარი თავგადასავალი.

დეკემბრის განმავლობაში, ამონაშვილის აკადემიის საახალწლო გარემოში ბავშვები ჩვენს პედაგოგებთან ერთად დადგამენ ბატონი შალვა ამონაშვილის იგავებზე დაფუძნებულ სპექტაკლს, ხოლო პროგრამა დასრულდება საზეიმო თეატრით, რომელსაც ბავშვები წარუდგენენ მშობლებს და მოუწყობენ დაუვიწყარ საახალწლო ზეიმს მთელს ოჯახს.

შეხვედრების განმავლობაში ბავშვები თავად მიიღებენ მონაწილეობას თოჯინების თეატრის გმირების შექმნასა და სხვადასხვა დეკორაციების მომზადებაში. ასევე, მონაწილეობას მიიღებენ ზღაპრების ინსცენირებაში, განასახიერებენ სხვადასხვა როლებს და საკუთარი ფანტაზიით გააცოცხლებენ პერსონაჟებს.

თოჯინების თეატრი, მუსიკალური თამაშები და ზღაპრების გაცოცხლება ხელს უწყობს წარმოსახვისა და იპროვიზაციის უნარის განვითარებას, ამდიდრებს სიტყვათა მარაგს, ეხმარება ბავშვებს გაიუმჯობესონ შემოქმედებითი და კრეატიული აზროვნება. შესაბამისად, თითოეული აქტივობა შექმნილია იმისთვის, რომ ბავშვმა საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინოს, დაძლიოს სიმორცხვე, გახდეს უფრო მეტად თავდაჯერებული და თამამი. ხოლო შალვა ამონაშვილის იგავების შინაარსიდან გამომდინარე, შეხვედრები დაეხმარება ბავშვებში სიყვარულის, მეგობრობის, მადლიერების და კეთილსინდისიერების გაღვივებას.

გარდა იმისა, რომ დეკემბრის თვეს თქვენი შვილი საოცრებათა სამყაროში გაატარებს, კურსის გავლის შემდეგ ის გახდება უფრო თავდაჯერებული, თამამი და შეემატება საკუთარი თავის რწმენა.

ველით ჩვენთან, 3-6 წლის მოზარდებს. ერთად გავიფერადოთ ახალი წელი!

ვინ ატარებს კურსს?

ფასი და დეტალები

  • როდის: 6 – 28 დეკემბერი (4 შეხვედრა)

  • შეხვედრის ხანგრძლივობა: 1 სთ

  • სად: ამონაშვილის აკადემია

  • ფასი: 210 ლარი

დიდი მადლობა მინდა გადაგუხადოთ აკადემიის ,,მოგზაურობა ბედნიერების
სამყაროში” პროგრამას, მის არაჩვეულებრივ, კეთილ, მოსიყვარულე ხელმძღვანელს
დიანას, ჩემი შვილის კიდევ უფრო მეტად გაბედნიერებისთვის, უფრო მეტი სიყვარულისთვის, მოთმინების უნარის ჩამოყალიბებისთვის. ბევრი რამის თქმა შემიძლია და მხოლოდ დადებითის. ველოდებით ოქტომბერს მიუთმენლად, რათა კვლავ მოვიდეთ თქვენთან.
ნინო
დიდი მადლობა ამონაშვილის აკადემიას და დიანას იმისათვის რომ ჩემს შვილებს შეაყვარა თავი როგორც პედაგოგმა, როგორც მეგობარმა, როგორც მეგზურმა
ბედნიერების სამყაროში! გაუჩინა ნდობა ბავშვებს, ასწავლა მეგობრობა, ბავშვები მთელი კვირის მანძილზე მოუთმენლად ელოდებოდნენ დიანასთან შეხვედრას, უყვებოდნენ ყველას დიანას და აკადემიის შესახებ. მინდა ყველა მშობელს ვურჩიო ატარონ ბავშვები აკადემიაში და არ ინანებენ!
 
მარიამის და თინათინის მშობელი
დიდი მადლობა ამონაშვილის აკადემიას და მათ გუნდს, რომლებმაც მომცეს
საშუალება მშვიდ და ბედნიერ გარემოში გამეზარდა ჩემი შვილი. უღრმესი მადლობა
ყველაზე მოსიყვარულე დიანა მასწავლებელს, რომელმაც შეძლო, რომ ბავშვი მეორე
შეხვედრიდან დამოუკიდებლად შესულიყო გაკვეთილზე. მართლაც ჯადოსნური,
მეგობრული და სიყვარულით სავსე გარემოა. ჩემი შვილი დიანასთან ურთიერთობის
შემდეგ გახდა ბევრად თბილი, მოსიყვარულე, ჩამოუყალიბდა მოთმინების უნარი. ვფიქრობ საუკეთესო ადგილია სადაც, ბავშვებს პიროვნული თვისებების
გაღვივებაში ეხმარებიან.

თეა 

სარეგისტრაციო ფორმა

ხშირად დასმული შეკითხვები:

ტერიტორიულად სად მდებარეობთ? ჩვენი მისამართია - საბურთალო, ჯურხა ნადირაძის 1 - უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და ქავთარაძის ქუჩის პარალელურად. დეტალური ადგილმდებარეობა შეგიძლიათ იხილოთ რუკაზე:

არის თუ არა საცდელი შეხვედრები? დიახ, გვაქვს საცდელი შეხვედრებიც. საცდელ შეხვედრაზე ჩასაწერად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია.

არის თუ არა ჯგუფები ასაკების მიხედვით დაყოფილი? დიახ. ასაკობრივი ჯგუფები დაყოფილია შემდეგნაირად - 6-9 წელი, 10-12 წელი, 13 წლის ზემოთ.

ბატონი შალვა და პაატა ამონაშვილები არ ატარებენ შეხვედრებს? შეხვედრებს მოზარდებთან ატარებენ ჩვენი ფსიქოლოგები, რომლებიც გადამზადებულები არიან ჰუმანურ პედაგოგიკაში ბატონი შალვა და პაატას მიერ. პროგრამებიც შედგენილია ბატონ შალვა და პაატა ამონაშვილებთან ერთად. თვითონ ბატონი შალვა და პაატა ამონაშვილები მოზარდებთან შეხვედრებს არ ატარებენ.

გაქვთ თუ არა პირადი კონსულტაციები? პირადი კონსულტაციების მომსახურება ჩვენს აკადემიაში არ გვაქვს.

  • Instagram
  • Facebook
  • YouTube
bottom of page