
რატომ სჭირდება თქვენს შვილს ეს პროგრამა?
წიგნები მხოლოდ სკოლისთვის კი არა, არამედ, შთაგონებისა და შინაგანი სამყაროს გასაფართოებლადაც არსებობს. ხშირად, ბავშვები ფიქრობენ, რომ წიგნების კითხვა მხოლოდ ვალდებულებაა და არა ჯადოსნური მოგზაურობა, რომელიც მათ საკუთარ შესაძლებლობებს უკეთ დაანახებს.
სწორედ ამიტომ, ამონაშვილის აკადემიაში შევქმენით ახალი კურსი - “სამი წიგნი, რომელიც ფრთებს გაძლევს”, რომელიც ეფუძნება სამ კლასიკურ ნაწარმოებს - რიჩარ ბახის „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“, მორის მეტერლინკის „ლურჯი ფრინველი“ და
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა პრინცი“.
ეს კურსი დაეხმარება თქვენს შვილს წიგნების სიყვარულის გაღვივებაში, თავისუფლებისა და დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებაში, და ასწავლის, როგორ აღმოაჩინოს ბედნიერება ყოველდღიურობაში.
როგორ დაეხმარება პროგრამა თქვენს შვილს?
ჩვენი პროგრამა, „ სამი წიგნი, რომელიც ფრთებს გაძლევს “, თითოეული მოზარდისთვის გახდება პიროვნული ზრდის მნიშვნელოვანი ეტაპი.
კურსის განმავლობაში ბავშვები:
-
აღმოაჩენენ, რომ წიგნები მხოლოდ გაკვეთილებისთვის არ არსებობს – ისინი შეიძლება გახდეს მათი პირადი სამყარო და შთაგონების წყარო.
-
განივითარებენ აზროვნებაა და დაინახავენ წიგნებში ღრმა მნიშვნელობებს.
-
გააცნობიერებენ, რომ თითოეული მათგანი უნიკალურია და ეს მათი ძალაა.
-
ისწავლიან, როგორ დაინახონ ბედნიერება დეტალებში და აღიქვან ის როგორც შინაგანი მდგომარეობა.
-
განივითარებენ თვითგამოხატვის უნარს – ხატვით, წერით, თამაშებითა და წარმოსახვითი დავალებებით.
როგორ მიმდინარეობს კურსი?
ინტერაქციული კითხვა და განხილვა
თამაშები და შემოქმედებითი სავარჯიშოები
ზღაპრული გარემო, რომ ბავშვებმა უფრო ღრმად შეიგრძნონ ისტორიები
როგორ შეიცვლება თქვენი შვილი კურსის გავლის შემდეგ?
-
გაიღრმავებს წიგნების სიყვარულს და აღმოაჩენს მათ შთამაგონებელ ძალას.
-
განივითარებს დამოუკიდებელ აზროვნებას და ისწავლის, როგორ შეაფასოს წიგნებში ჩადებული ღრმა იდეები.
-
დაიჯერებს საკუთარ უნიკალურობას.
-
განივითარებს შემოქმედებითობას – კურსის პრაქტიკული ნაწილები დაეხმარება მას თავის შინაგან სამყაროს უკეთ გამოხატვაში.
-
ისწავლის ბედნიერების დანახვა უბრალო დეტალებში და გაიაზრებს, რომ იგი მის შიგნით არსებობს.
კურსის დასასრულს გაიცემა სერტიფიკატი
თუ გსურთ, რომ თქვენი შვილი წიგნების სამყაროში გაიხსნას, იპოვოს შთაგონება და განივითაროს უნარები, ეს კურსი საუკეთესო არჩევანია!
პროგრამა ეფუძნება ჰუმანური პედაგოგიკის საფუძვლებს და შემუშავებულია შალვა და პაატა ამონაშვილებთან ერთად.
ვინ ატარებს კურსს?
პროგრამა ეფუძნება ჰუმანური პედაგოგიკის საფუძვლებს და შემუშავებულია შალვა და პაატა ამონაშვილებთან ერთად.
რას ამბობენ ჩვენი მშობლები და მოზარდები ჩვენზე
ძალიან მიყვარს ამონაშვილები. ჩემთვის იდეალური აღზრდის სისტემაა ჰუმანური პედაგოგიკა. რომ შემეძლოს ხუთივე შვილს სიხარულით მოვიყვანდი ამ აკადემიაში. კატო იმიტომ მოვიყვანე, რომ თავდაჯერებულობა აკლდა. 2.1თვე იარა. კურსი დაეხმარა საკუთარი თავის პოვნაში. აღმოაჩინა, რომ სულაც არ არის ისეთი ცუდი, როგორიც ეგონა, რომ შეუძლია თამამად გამოთქვას საკუთარი აზრი. თითქოს უფრო გაიზარდა. განვითარების და შემეცნების ახალ ეტაპზე გადავიდა. თანაც ბევრად თავდაჯერებული გახდა.
ნინო
ამონაშვილის აკადემია საუკეთესოა. უახლოესი მეგობრების რჩევა გავითვალისწინეთ და კმაყოფილებიც დავრჩით. ჩემი შვილი უფრო თავმომწონე გახდა, თვითშეფასება აეწია, თუმცა ვფიქრობ კიდევ არის სამუშაო. უკვე ვურჩიე მეგობარს თქვენთან მოსვლა დავამატებდი, რომ საოცარი მასწავკებელი შეგვხვდა. მცირე პერიოდში ძალიან შეგვაყვარა თავი, თავის საქმის პროფესიონალი და უთბილესი ადამიანი.
თეო
მე ველოდი, რომ ამონაშვილის აკადემია დამეხმარებოდა ჩემი თავის გაცნობაში, პრობლემების მოგვარებასა და იმ საკითხებში გარკვევაში, რაც ჩემს ასაკში ძირითადია. ჩემთვის აკადემია აღმოჩნდა ზუსტად ისეთი როგორსაც ველოდი, მაგრამ არ მეგონა თუ ასეთ მეგობრულ ხალხს გავიცნობდი. ამონაშვილის აკადემიაში სიარულმა უფრო მეტი თავდაჯერებულობა მომცა, განვივითარე პრობლემების სხვებთან გაზიარების და დახმარების თხოვნის უნარი.
გოგა
ფასი და დეტალები
-
შეხვედრები ჩატარდება კვირაში ერთხელ.
-
თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობაა: 6-9 წელი - 1 საათი, 10-12 - 1.5 საათი.
-
კურსის ხანგრძლივობაა 3 თვე (12 შეხვედრა).
-
კურსის პერიოდი: 5 აპრილიდან 29 ივნისის ჩათვლით
-
კურსის ღირებულება: იჩქარეთ და შეიძინეთ კურსი საუკეთესო ფასად , თუ კურსს შეიძენთ 15-21 მარტს, სრული პროგრამის საფასური იქნება 570 ლარი, 22-30 მარტს - 610 ლარი, 31 მარტის შემდეგ -650
-
თანხის გადახდა, ასევე, შეგიძლიათ თიბისი ბანკის განაწილების პირობებით, ან თიბისი ბანკის 6 თვიანი უპროცენტო განვადების გზით
დედმამიშვილებზე მოქმედებს 10% ფასდაკლება.
კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით:
577 68 99 58
სარეგისტრაციო ფორმა
ხშირად დასმული შეკითხვები
-ტერიტორიულად სად მდებარეობთ? ჩვენი მისამართია - საბურთა ლო, ჯურხა ნადირაძის 1 - უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და ქავთარაძის ქუჩის პარალელურად. დეტალური ადგილმდებარეობა შეგიძლიათ იხილოთ რუკაზე:
-გაქვთ თუ არა კურსები ონლაინ ფორმატში დიახ, გვაქვს. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.
-არის თუ არა ჯგუფები ასაკების მიხედვით დაყოფილი? დიახ. ასაკობრივი ჯგუფები დაყოფილია შემდეგნაირად - 6-9 წელი, 10-12 წელი, 13 წლის ზემოთ.
-ბატონი შალვა და პაატა ამონაშვილები არ ატარებენ შეხვედრებს? შეხვედრებს მოზარდებთან ატარებენ ჩვენი ფსიქოლოგები, რომლებიც გადამზადებ ულები არიან ჰუმანურ პედაგოგიკაში ბატონი შალვა და პაატას მიერ. პროგრამებიც შედგენილია ბატონ შალვა და პაატა ამონაშვილებთან ერთად. თვითონ ბატონი შალვა და პაატა ამონაშვილები მოზარდებთან შეხვედრებს არ ატარებენ.
-გაქვთ თუ არა პირადი კონსულტაციები? პირადი კონსულტაციების მომსახურება ჩვენს აკადემიაში არ გვაქვს.