top of page
პატარების დიდი სამყარო.png

რატომ სჭირდება თქვენს შვილს ეს პროგრამა?

თუ თქვენი შვილი ჯერ არ დადის ბაღში ან უკვე დადის, მაგრამ უჭირს თანატოლებთან ურთიერთობა, მათთან დამეგობრება, მათთვის ნივთების გაზიარება და ვერბალური კომუნიკაცია, არის ძალიან ემოციური ან პირიქით, საერთოდ არ გამოხატავს ემოციებს, აქვს არაჯანსაღი მიჯაჭვულობა ოჯახის რომელიმე წევრთან, თუ უჭირს დედმამიშვილებთან ურთიერთობა და ბოლოს, თუკი გსურთ, რომ თქვენმა შვილმა ნაყოფიერად, პროდუქტიულად და ღირებულად გაატაროს დრო, მაშინ ეს პროგრამა თქვენთვისაა.

როგორ დაეხმარება პროგრამა თქვენს შვილს?

კურსის მეშვეობით ბავშვები იკმაყოფილებენ იმ ბაზისურ მოთხოვნილებებს, რომელიც გააჩნიათ ამ ასაკში, ესენია: განვითარება, თავისუფლებისა და დიდობის განცდა. ბავშვები მხოლოდ თამაშის მეშვეობით გამოიმუშავებენ ასაკისთვის შესაბამის უნარ-ჩვევებს. მათთვის შემუშავებული სპეციალური აქტივობების დახმარებით, რომელიც დაფუძნებულია ჰუმანური პედაგოგიკის პრონციპებზე, ვცდილობთ ბავშვებს გადავალახინოთ სხვადასხვა სირთულე.

კურსი განკუთვნილია 3-6 წლის ბავშვებისთვის, რომლებიც ჯერ სკოლაში არ დადიან. 

პროგრამის აქტივობები აგებულია როლური თამაშის პრინციპზე, ესენია: „მოგზაურობანა“, „ექიმობანა“, „სკოლობანა“, „სახლობანა“, „რესტორნობანა“ და სხვა. ამ თამაშების წყალობით, ბავშვები კი არ ემზადებიან ცხოვრებისთვის, არამედ უკვე ცხოვრობენ.

ამ თამაშების საშუალებით, ბავშვები ივითარებენ როგორც სხვადასხვა მნიშვნელოვან პიროვნულ მახასიათებლებს, როგორციაა მეგობრობა, ზრუნვა, დათმობა, გაზიარება, პატიება და ა.შ., ასევე ისეთ უნარ ჩვევებს როგორიცაა წერა-კითხვისათვის საჭირო უნარების საფუძვლები, მათემატიკური აზროვნება და ბუნებისმეტყველება.

წინა სასკოლო ასაკის ბავშვები ფსიქოლოგიურად მოემზადებიან სკოლაში წასასვლელად, გახდებიან უფრო დამოუკიდებლები და ადვილად შეძლებენ სასკოლო გარემოში ადაპტირებას. 

ვინ ატარებს კურსს?

ანუმ გამორჩეულად დასამახსოვრებელი და მისთვის ძალიან სასარგებლო 4 თვე გაატარა ამონაშვილის აკადემიაში. კონკრეტული კურსი ვფიქრობ
დაეხმარა ჩემს შვილს ჯანსაღი ურთიერთობების შესახებ წარმოდგენის შექმნაში, მისი ჯგუფის ბავშვებთან სწორი კომუნიკაციის ჩამოყალიბებაში და მისი
გრძნობენის სწორად გამოხატვაში. ანუ გახდა მეტად დამოუკიდებელი, და მიმღები, დღეს მეტად მარტივია მისთვის გრძნობების სწორად გამოხატვა, რაც ჩემთვის, როგორც მშობლისთვის, ძალიან დიდი საჩუქარია და მეძლევა შესაძლებლობა ჩემი შვილის საჭიროებები სწორად აღვიქვა და დროულად მოვახდინო სწორი
კომუნიკაცია მასთან.
სოფიკო 
ამონაშვილის აკადემიაში მოვიყვანეთ მარიამი, რადგან ბევრი გვსმენია იმ განსაკუთრებული, ბავშვზე და მის კეთილ ბუნებაზე ორიენტირებული მიდგომის
შესახებ, რომელიც იქ არის.
დაიწყო ბაღში
გატარებული შთაბეჭდილებების გაზიარება, მოეწონა თამაშები, დაუმეგობრდა მასწავლებელს, რამაც განსაკუთრებულად გაზარდა მისი მოტივაცია. ძალიან
მოწადინებულია, რომ კვლავ გააგრძელოს სიარლი აკადემიში. სხვას გავუწევდი
რეკომენდაციას, არ ინანებთ. აუცილებლად დავამატებდი, რომ ბავშვიც და მშობლებიც ძალიან ბედნიერები არიან, რომ მარიამ მასწავლებელი შეხვდა.
 
ირაკლი

ლევანმა 2 თვე იარა

თქვენთან და კიდევ ვაპირებთ. პროგრამა დაეხმარა, რომ გამხდარიყო მეტად
აქტიური, კომუნიკაბელური, შეუყვარდა უცხო გარემო და უცხო ადამიანები.
ვატყობ, რომ არის მეტად თავისუფალი, გაბედული და მარტივად ახერხებს
ბავშვებთან კონტაქტის დამყარებას. მშობლებს ვეტყოდი, რომ საუკეთესო ადგილია,
სადაც ბავშვი შეგიძლია ნამდვილ პროფესიონალებს ანდო. საუკეთესოები ხართ და
ჩემი დიდი პატივისცემა თქვენს გუნდს. წარმატებები.

 

სალომე

ფასი და დეტალები

შეხვედრები ტარდება მთელი წლის განმავლობაში, კვირაში ორი ან სამი დღე (კვირის დღეებში) 2 საათის განმავლობაში. კურსზე შემოერთება შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს. კვირაში ორდღიანი კურსის თვიური საფასური - 290 ლარი; კვირაში სამდღიანი კურსის თვიური საფასური - 390 ლარი.

დედმამიშვილებზე და ჩვენი აკადემიის წევრებზე ვრცელდება 10% ფასდაკლება.

რეგისტრაცია პროგრამაზე
პატარების დიდი სამყარო

რომელ პროგრამაზე გსურთ რეგისტრაცია?

ხშირად დასმული შეკითხვები:

ტერიტორიულად სად მდებარეობთ? ჩვენი მისამართია - საბურთალო, ჯურხა ნადირაძის 1 - უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და ქავთარაძის ქუჩის პარალელურად. დეტალური ადგილმდებარეობა შეგიძლიათ იხილოთ რუკაზე:

როგორ გავხდე აკადემიის წევრი? მოზარდი, თუ მშობელი, რომელიც ერთხელ მაინც ჩაირთვება ჩვენს რომელიმე პროგრამასა, თუ კურსში, ავტომატურად ხდება ჩვენი აკადემიის წევრი და სარგბელობს მომდევნო კურსებზე 10%-იანი ფასდაკლებით.

არის თუ არა საცდელი შეხვედრები? დიახ, გვაქვს საცდელი შეხვედრებიც. საცდელ შეხვედრაზე ჩასაწერად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია.

გაქვთ თუ არა კურსები ონლაინ ფორმატში დიახ, გვაქვს. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

არის თუ არა ჯგუფები ასაკების მიხედვით დაყოფილი? დიახ. ასაკობრივი ჯგუფები დაყოფილია შემდეგნაირად - 6-9 წელი, 10-12 წელი, 13 წლის ზემოთ.

ბატონი შალვა და პაატა ამონაშვილები არ ატარებენ შეხვედრებს? შეხვედრებს მოზარდებთან ატარებენ ჩვენი ფსიქოლოგები, რომლებიც გადამზადებულები არიან ჰუმანურ პედაგოგიკაში ბატონი შალვა და პაატას მიერ. პროგრამებიც შედგენილია ბატონ შალვა და პაატა ამონაშვილებთან ერთად. თვითონ ბატონი შალვა და პაატა ამონაშვილები მოზარდებთან შეხვედრებს არ ატარებენ.

გაქვთ თუ არა პირადი კონსულტაციები? პირადი კონსულტაციების მომსახურება ჩვენს აკადემიაში არ გვაქვს.

bottom of page