
warmatebuli urTierTobis xelovneba

ურთიერთობები უმნიშვნელოვანესია ჩვენს ყოველდღიურობაში, იქნება ეს ურთიერთობა თანატოლებთან, მშობლებთან, მასწავლებლებლებთან, თუ უბრალოდ ქუჩაში გამვლელებთან.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი საკუთარ თავთან და სამყაროსთან ურთიერთობაა, რასაც ჩვენ, ხშირ შემთხვევაში, დიდ ყურადღებას არც კი ვაქცევთ ხოლმე.
ურთიერთობები განსაკუთრებით უჭირთ ბავშვებს, რადგან ეს არის უნარი, რომელსაც დასწავლა სჭირდება. ამიტომ მათ ხშირად აქვთ გაურკვევლობები თანატოლებთან, უთანხმოება მშობლებთან თუ მასწავლებლებთან…
ხშირად არ იციან რა უნდათ ცხოვრებაში, ან რისთვის მოვიდნენ ამ სამყაროში როგორი მიზნები შეიძლება დაისახონ? როგორ დადგნენ ცხოვრების სწორ გზაზე, ან სულაც რა არის ცხოვრების სწორი გზა?
ამ ყველაფერში ჩვენს შვილებს ძალიან სჭირდებათ ჩვენი, როგორც უფროსების დახმარება.
ამ კურსის ფარგლებში ბავშვებთან ერთად ჩვენ ვეცდებით ვეძიოთ წარმატებული ურთიერთობის საიდუმლოები, რთული სიტუაციებიდან გამოსავლები, ერთად დავსახოთ მიზნები და ვეძიოთ პასუხი ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე - “როგორ ვიყო ჰარმონიაში საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან”.
ველით ჩვენთან, ამონაშვილის აკადემიაში 6-17 წლის მოზარდებს, რომ მათთან ერთად გავხდეთ ურთიერთობის ნამდვილი ხელოვანები.
შეხვედრები ჩატარდება შაბათ ან კვირა დღეს
კურსის ხანგრძლივობაა - 5 თვე, 20 შეხვედრა
კურსის საფასურია - 850 ლარი
დედმამიშვილებზე და ჩვენი აკადემიის წევრებზე მოქმედებს 10% ფასდაკლება
ჩვენი მომხმარებლებისთვის მოქმედებს 6 თვიანი უპროცენტო განვადება თიბისი ბანკში.
კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით - 598 94 21 22
პროგრამა ეფუძნება ჰუმანური პედაგოგიკის საფუძვლებს და შემუშავებულია შალვა და პაატა ამონაშვილებთან ერთად.