
ფსიქოლოგიის საფუძვლები მოზარდებისთვის

ვინ ვარ მე? Რა მინდა? Როგორ მივხვდე რისი კეთება მინდა ცხოვრებაში?
მარადიული კითხვები, რომელიც მთელი ჩვენი ცხოვრების თანმდევია. ეს კითხვები განსაკუთრებით აქტუალურ და კრიტიკულ ხასიათს მოზარდობის ასაკში ატარებს.
ალბათ წარმოგიდგენიათ ჩვენი შვილების თავში ყოველდღიურად რამდენი კითხვა ტრიალებს საკუთარი თავის შეცნობის და ზოგადად ადამიანების შესახებ. ადამიანის ცხოვრებაში ფსიქოლოგია ყველგანაა - დილით თვალის გახელიდან, საღამოს დაძინებით გაგრძელებული და ჩვენს სიზმრებშიც კი.
ჩვენს ტვინში გაჩენილ შეკითხვებზე პასუხის ძიება კი, ადამიანის და სამყაროს ფსიქოლოგიაში ჩახედვით იწყება.
სწორედ ამიტომ, ამონაშვილის აკადემიაში შევქმენი კურსი “ფსიქოლოგია მოზარდებისთვის”.
ეს არის 5 თვიანი კურსი, რომელიც შექმნილია მათთვის:
-
ვინც დაინტერესებულია ფსიქოლოგიით, ეძებს საკუთარი თავის და სამყაროს შეცნობის გზებს;
-
ვინც ჯერ არ იცის, თუმცა უფიქრია სწავლა გააგრძელოს ფსიქოლოგიის მიმართულებით და უნდა მეტი შეიტყოს ამ მეცნიერების და ფსიქოლოგის, როგორც პროფესიის შესახებ;
კურსზე საუბარი იქნება ფსიქოლოგიის ზოგად და ძირითად მიმდინარეობებზე, როგორიცაა სხეულის ენა, ადამიანის ხასიათის ძირითადი ნაწილები, დადებითი აზროვნების ძალა, განწყობის ფსიქოლოგია, ჩვენი ფიქრები და მათი ზეგავლენა ჩვენს ცხოვრებაზე და ა.შ.
კურსი დატვირთული იქნება პრაქტიკული სავარჯიშოებით, რომლებიც მათ დაეხმარება ჩვენთან მიღებული ცოდნა უშუალოდ ცხოვრებაში გამოიყენონ.
გარდატეხის ასაკი, საკმაოდ რთული ასაკია ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. ჩვენი კურსი არა მარტო დაეხმარება მოზარდებს საკუთარი თავის გამორკვევაში, ასევე მათ ჩვენთავ დახვდებათ გამგებიანი და სიყვარულით სავსე უფროსი მეგობრებები, რომელთა დახმარება მათ ამ პერიოდში ძალიან სჭირდებათ.
თუ თვლით, რომ თქვენს 13 წლის ზემოთ შვილსაც აინტერესებს ფსიქოლოგია და უნდა მეტი გაიგოს საკუთარი თავის და სამყაროს შესახებ, მაშინ მას ველით ჩვენთან ამონაშვილის აკადემიაში.
შეხვედრები ჩატარდება შაბათ ან კვირა დღეს
კურსის ხანგრძლივობაა - 5 თვე, 20 შეხვედრა
კურსის საფასურია - 850 ლარი
დედმამიშვილებზე და ჩვენი აკადემიის წევრებზე მოქმედებს 10% ფასდაკლება
კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით - 598 94 21 22
პროგრამა ეფუძნება ჰუმანური პედაგოგიკის საფუძვლებს და შემუშავებულია შალვა და პაატა ამონაშვილებთან ერთად.