top of page
ფსიქოლოგია.png

რატომ სჭირდება თქვენს შვილს ეს პროგრამა?

ვინ ვარ მე? რა მინდა? როგორ მივხვდე რისი კეთება მინდა ცხოვრებაში?

მარადიული კითხვები, რომელიც მთელი ჩვენი ცხოვრების თანმდევია. ეს კითხვები განსაკუთრებით აქტუალურ და კრიტიკულ ხასიათს მოზარდობის ასაკში ატარებს. 

ალბათ წარმოგიდგენიათ ჩვენი შვილების თავში ყოველდღიურად რამდენი კითხვა ტრიალებს საკუთარი თავის შეცნობის და ზოგადად ადამიანების შესახებ. 

ადამიანის ცხოვრებაში ფსიქოლოგია ყველგანაა - დილით თვალის გახელიდან დაწყებული, საღამოს დაძინებით გაგრძელებული და ჩვენს სიზმრებშიც კი. ჩვენს ტვინში გაჩენილ შეკითხვებზე პასუხის ძიება კი, ადამიანის და სამყაროს ფსიქოლოგიაში ჩახედვით იწყება.

როგორ დაეხმარება პროგრამა თქვენს შვილს?

სწორედ ამიტომ, ამონაშვილის აკადემიაში შევქმენი კურსი “ფსიქოლოგია მოზარდებისთვის”.

ეს არის 4 თვიანი კურსი, რომელიც შექმნილია მათთვის:

  • ვინც დაინტერესებულია ფსიქოლოგიით, ეძებს საკუთარი თავის და სამყაროს შეცნობის გზებს;

  • ვინც ჯერ არ იცის, თუმცა უფიქრია სწავლა გააგრძელოს ფსიქოლოგიის მიმართულებით და უნდა მეტი შეიტყოს ამ მეცნიერების და ფსიქოლოგის, როგორც პროფესიის შესახებ;

კურსზე საუბარი იქნება ფსიქოლოგიის ზოგად და ძირითად მიმდინარეობებზე, როგორიცაა სხეულის ენა, ადამიანის ხასიათის ძირითადი ნაწილები, დადებითი აზროვნების ძალა, განწყობის ფსიქოლოგია, ჩვენი ფიქრები და მათი ზეგავლენა ჩვენს ცხოვრებაზე და ა.შ. 

კურსი დატვირთული იქნება პრაქტიკული სავარჯიშოებით, რომლებიც კურსის მონაწილეებს დაეხმარება ჩვენთან მიღებული ცოდნა უშუალოდ ცხოვრებაში გამოიყენონ. 

კურსი განკუთვნილია 13 წლის ზემოთ მოზარდებისათვის.

 

მშობლებთან ინდივიდუალური კომუნიკაცია კურსის წამყვან ფსიქოლოგებს ექნებათ თვეში ერთხელ.

გარდატეხის ასაკი, საკმაოდ რთული ასაკია ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. ჩვენი კურსი არა მარტო დაეხმარება მოზარდებს საკუთარი თავის გამორკვევაში, ასევე გააცნობს მათ ფსიქოლოგიას, როგორც მეცნიერებას. 

კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი.

ვინ ატარებს კურსს?

პროგრამა ეფუძნება ჰუმანური პედაგოგიკის საფუძვლებს და შემუშავებულია შალვა და პაატა ამონაშვილებთან ერთად.

კურსს წაიყვანს ამონაშვილის აკადემიის ფსიქოლოგი - თეონა დევდარიანი.


რას ამბობენ ჩვენი მშობლები და მოზარდები ჩვენზე?

აკადემიამ ხალისი შემმატა, მრავალ აქამდე უცნობ თემაზე წარმოდგენა შემიქმნა და დამაფიქრა. იქ ვისწავლე სხვადასხვა კუთხით ფიქრი, დაკვირვება, ბევრი ახალი საკითხის შესწავლა და დასკვნის გამოტანა, ასევე მეტად პოზიტიურად აზროვნებაც.

გირჩევთ, ბევრი არ იფიქროთ შემოსვლაზე და შანსი მისცეთ აკადემიას, იმედს არ გაგიცრუებთ. ასევე მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ აქ ყველა ერთმანეთის თანასწორი და მეგობარია, არ დაიძაბოთ და არ ინერვიულოთ, მთავარია ისიამოვნოთ და რაც შეიძლება მეტი ცოდნა და პოზიტივი წაიღოთ.

ნინო

ამონაშვილის აკადემია ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ და კომფორტულ ადგილად იქცა. ძალიან კარგი გარემოა და ყველა ძალიან მეგობრულია. ამ ყველაფერს ემატება ის საოცარი თემები და სიახლეები, რაც ამ აკადემიაში შევიცნე. ამ აკადემიის დახმარებით ჩემს თავზე უამრავი რამ გავიგე რაც აქამდე არ ვიცოდი ან უბრალოდ არ დავკვირვებივარ. ამასთან ერთად ბევრი საინტერესო ადამიანიც გავიცანი.

აქ სიარული დამეხმარა კომუნიკაციის უნარების განვითარებაში. ახალი ადამიანების გაცნობის შიშის დაძლევაში. ასევე ხალხის წინაშე ლაპარაკშიც.

ელენე

თავიდან ამონაშვილის აკადემია საგანმანათლებლო დაწესებულებასთან დავაკავშირე, სადაც სკოლის ფორმატში მივიღებდი განათლებას.

აკადემია კი ჩემი წარმოდგენების საპირისპირო აღმოჩნდა. ეს ის სივრცეა, სადაც თავისუფლად ვგრძნობ თავს, თავისუფლად შემიძლია გამოვხატო საკუთარი აზრი, შეხედულება თუ სატკივარი. ამასთან ერთად ვსწავლობ სხვადასხვა ადამიანთან ურთიერთობას, მიმდინარე კურსზე ვიძენ საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას, მრავალგვარი გასართობი ფორმატის სახით.

ნინო

ფასი და დეტალები

  • შეხვედრები ჩატარდება კვირაში ერთხელ - შაბათ ან კვირა დღეს.

  • თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობაა: 6-9 წელზე - 1 საათი, 10 წლის ზემოთ - 1.5 საათი.

  • კურსის ხანგრძლივობაა 4 თვე (16 შეხვედრა). კურსი დაიწყება 30 სექტემბერს და გაგრძელდება 28 იანვრის ჩათვლით (30 დეკემბერი-7 იანვარი დასვენების დღეები).

  • კურსის საფასურია - 680 ლარი.

  • დედმამიშვილებზე და ჩვენი აკადემიის წევრებზე მოქმედებს 10% ფასდაკლება.

  • ჩვენი მომხმარებლებისთვის მოქმედებს 6 თვიანი უპროცენტო განვადება თიბისი ბანკში.

ხშირად დასმული შეკითხვები

ტერიტორიულად სად მდებარეობთ? ჩვენი მისამართია - ჯურხა ნადირაძის 1 - უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და ქავთარაძის ქუჩის პარალელურად. დეტალური ადგილმდებარეობა შეგიძლიათ იხილოთ რუკაზე:

როგორ გავხდე აკადემიის წევრი? მოზარდი, თუ მშობელი, რომელიც ერთხელ მაინც ჩაერთვება ჩვენს რომელიმე პროგრამასა, თუ კურსში, ავტომატურად ხდება ჩვენი აკადემიის წევრი და სარგბელობს მომდევნო კურსებზე 10%-იანი ფასდაკლებით.

არის თუ არა საცდელი შეხვედრები? დიახ, გვაქვს საცდელი შეხვედრებიც. საცდელ შეხვედრაზე ჩასაწერად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია.

გაქვთ თუ არა კურსები ონლაინ ფორმატში? დიახ, გვაქვს. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

არის თუ არა ჯგუფები ასაკების მიხედვით დაყოფილი? დიახ. ასაკობრივი ჯგუფები დაყოფილია შემდეგნაირად - 6-9 წელი, 10-12 წელი, 13 წლის ზემოთ.

ბატონი შალვა და პაატა ამონაშვილები არ ატარებენ შეხვედრებს? შეხვედრებს მოზარდებთან ატარებენ ჩვენი ფსიქოლოგები, რომლებიც გადამზადებულები არიან ჰუმანურ პედაგოგიკაში ბატონი შალვა და პაატას მიერ. პროგრამებიც შედგენილია ბატონ შალვა და პაატა ამონაშვილებთან ერთად. თვითონ ბატონი შალვა და პაატა ამონაშვილები მოზარდებთან შეხვედრებს არ ატარებენ.

გაქვთ თუ არა პირადი კონსულტაციები? პირადი კონსულტაციების მომსახურება ჩვენს აკადემიაში არ გვაქვს.

  • Instagram
  • Facebook
  • YouTube
bottom of page