top of page

რატომ სჭირდება თქვენს შვილს ეს პროგრამა?

წარმატება ჩვენი ცხოვრების ხარისხის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, იქნება ეს პირადი, აკადემიური, თუ კარიერული წარმატება, მაგრამ წარმატებისაკენ მიმავალი გზა თითქმის არასდროსაა მარტივი. ის არაა მარტივი არა მხოლოდ დიდებისათვის, არამედ შეიძლება განსაკუთრებით რთული იყოს მოზარდებისათვის. 

ხშირად, მოზარდებმა არ იციან რა უნდათ ცხოვრებაში, არ აქვთ კონკრეტული მიზნები, ან უჭირთ ამ მიზნებისაკენ სვლა, უჭირთ ამ პროცესში თანმიმდევრულობა და მოთმინება, ბოლომდე ვერ იყენებენ საკუთარ შესაძლებლობებს, და, ხანდახან, არ იღებენ პასუხისმგებლობას საკუთარ ქმედებებზე, ან საკმარისად არ სჯერათ საკუთარი შესაძლებლობების და საერთოდ, არც კი ფიქრობენ მიზნის დასახვას. 

როგორ დაეხმარება პროგრამა თქვენს შვილს?

ჩვენი აკადემია გთავაზობთ უკვე გამოცდილ კურსს, რომელიც თქვენს შვილებს დაეხმარება მიზნების დასახვაში, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებაში, მიზნისკენ მიმავალი ნაბიჯების განსაზღვრასა და მისკენ სვლაში. 

ნებისმიერი სახის წარმატებისაკენ სვლა გრძელვადიანი პროცესია. ზოგ შემთხვევაში ეს გზა შეიძლება მთელი ცხოვრებაც კი გრძელდებოდეს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ვისწავლოთ არა მხოლოდ მიზნისაკენ სვლა, არამედ ამ პროცესით სიამოვნების მიღება. 

კურსი ასევე დაეხმარება ბავშვებს სწორი მიზნების დასახვასა და წარმატების სწორად აღქმაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოუელმა მონაწილემ გააცნობიეროს, რომ ცხოვრებისეული მიზანი, თუ ის მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობას ემსახურება, ვერასდროს მოგვიტანს ბედნიერებას. შენი მიზანი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სხვის კეთილდღეობას, არასწორი გზით მიღწეული მიზანი ფუჭია. ამიტომ, წარმატებისა და მიზნების სწორად აღქმა ძალიან მნიშვნელოვანია.

კურსი განკუთვნილია 13-17 წლის მოზარდებისათვის.

კურსის ფარგლებში, მოზარდები ფსიქოლოგებთან ერთად იმუშავებენ შემდეგ საკითხებზე:

  • აიღო პასუხისმგებლობა - შენი არჩევანია

  • სამყაროსთან თანხვედრა - ცხოვრება გვასწავლის

  • ცვლილებები საკუთარი თავიდან იწყება - მოუსმინე გულის ხმას

  • შენ ქმნი შენს ცხოვრებას - მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების გზაჯვარედინი

  • მიიღე სამყაროსგან გაკვეთილები - დაბრკოლება, როგორც წარმატების საწყისი

  • უპირობო სიყვარული

  • დაისახე და განსაზღვრე მიზანი - გახდი საკუთარი ცხოვრების შემოქმედი

  • გადაწყვიტე, იმოქმედე - დროის კვადრატი

  • განსაზღვრე ნაბიჯები - დაუსვი შეკითხვები საკუთარ თავს

  • გჯეროდეს, რომ შეძლებ - უბრალოდ აიღე და აკეთე, ბევრი არ იფიქრო

  • კომფორტის ზონიდან გამბედაობამდე

  • გზიდან არ გადაუხვიო - შენ ეს გამოგივა!

 

 

მშობლებთან ინდივიდუალური კომუნიკაცია კურსის წამყვან ფსიქოლოგებს ექნებათ თვეში ერთხელ. 

რას მიიღებს თქვენი შვილი კურსის გავლის შედეგად?

კურსის გავლის შედეგად მოზარდები გაიაზრებენ რას ნიშნავს წარმატება და რა შეიძლება იყოს ცხოვრების მიზანი;

როგორ უნდა დავსახოთ მიზნები და ვიაროთ მათკენ ისე, რომ ამ პროცესისაგან მივიღოთ მაქსიმალური სიამოვნება და გავიზარდოთ შინაგანად; 

კურსის გავლის შემდეგ მოზარდებს უფრო გაუმარტივდებათ დაბრკოლებების გადალახვა და დაიწყებენ წარმატებისაკენ თანმიმდევრულ სვლას. 

 

კურსის დასრულებისას გაიცემა სერტიფიკატი.

ვინ ატარებს კურსს?

პროგრამა ეფუძნება ჰუმანური პედაგოგიკის პრინციპებს და შემუშავებულია

შალვა და პაატა ამონაშვილებთან ერთად.

კურსს წაიყვანენ:

d0401a08-1c8e-4eb1-a98f-4201f96e70f7.jpeg

სალომე მამისეიშვილი

ფსიქოლოგი

 

,,ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნო, საინტერესო და საპასუხისმგებლოა ჩემთვის. დიდი ბედნიერებაა, როდესაც თუნდაც მცირედი წვლილი შემაქვს მათ განვითარებასა და სულიერ კეთილდღეობაში. ჩემი მთავარი მიზანია, ბავშვებს შევუქმნა უპირობო სიყვარულით აღსავსე ისეთი გარემო, სადაც ისინი თავს მნიშვნელოვნად, ლაღად და თავისუფლად იგრძნობენ.”

848a2e6a-e33c-41e5-9496-974264b4b911 (1).jpeg

სოფო ფარულავა

ფსიქოლოგიის მაგისტრი

 

“ყველა ბავშვი იმსახურებს მოსმენას, გაგებასა და მხარდაჭერას. თითოეულ მათგანში დევს უსაზღვრო პოტენციალი და ჩემი მიზანია დავეხმარო მათ ამ ძალების აღმოჩენასა და განვითარებაში.”

რას ამბობენ ჩვენი მშობლები და მოზარდები ჩვენზე

ძალიან მიყვარს ამონაშვილები. ჩემთვის იდეალური აღზრდის სისტემაა ჰუმანური პედაგოგიკა. რომ შემეძლოს ხუთივე შვილს სიხარულით მოვიყვანდი ამ აკადემიაში. კატო იმიტომ მოვიყვანე, რომ თავდაჯერებულობა აკლდა. კურსი დაეხმარა საკუთარი თავის პოვნაში. აღმოაჩინა, რომ სულაც არ არის ისეთი ცუდი, როგორიც ეგონა, რომ შეუძლია თამამად გამოთქვას საკუთარი აზრი. თითქოს უფრო გაიზარდა. განვითარების და შემეცნების ახალ ეტაპზე გადავიდა. თანაც ბევრად თავდაჯერებული გახდა. 
ნინო
ამონაშვილის აკადემია საუკეთესოა. უახლოესი მეგობრების რჩევა გავითვალისწინეთ და კმაყოფილებიც დავრჩით. ჩემი შვილი უფრო თავმომწონე გახდა, თვითშეფასება აეწია, თუმცა ვფიქრობ კიდევ არის სამუშაო. უკვე ვურჩიე მეგობარს თქვენთან მოსვლა დავამატებდი, რომ საოცარი  მასწავკებელი შეგვხვდა. მცირე პერიოდში ძალიან შეგვაყვარა თავი, თავის საქმის პროფესიონალი და უთბილესი ადამიანი. 
თეო
მე ველოდი, რომ ამონაშვილის აკადემია დამეხმარებოდა ჩემი თავის გაცნობაში, პრობლემების მოგვარებასა და იმ საკითხებში გარკვევაში, რაც ჩემს ასაკში ძირითადია. ჩემთვის აკადემია აღმოჩნდა ზუსტად ისეთი როგორსაც ველოდი, მაგრამ არ მეგონა თუ ასეთ მეგობრულ ხალხს გავიცნობდი. ამონაშვილის აკადემიაში სიარულმა უფრო მეტი თავდაჯერებულობა მომცა, განვივითარე პრობლემების სხვებთან გაზიარების და დახმარების თხოვნის უნარი. 
გოგა

ფასი და დეტალები

  • შეხვედრები ჩატარდება კვირაში ერთხელ;

  • თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობაა: 1,5 საათი;

  • პერიოდი: 10 მაისიდან 29 ივნისის ჩათვლით; (8 შეხვედრა)​​

  • კურსის ღირებულება - იჩქარეთ და შეიძინეთ კურსი საუკეთესო ფასად:

   22-28 აპრილი - 420 ₾,

   29 აპრილი - 5 მაისი - 470 ₾

   6-10 მაისი - 510 ₾ 

  • დედმამიშვილებზე მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.

  • ადგილების რაოდენობა შეზღუდულია 

​   

    

კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით:

 577 68 99 58

რეგისტრაცია პროგრამაზე

როდის გირჩევნიათ შეხვედრები?

ხშირად დასმული შეკითხვები

-ტერიტორიულად სად მდებარეობთ? ჩვენი მისამართია - საბურთალო, ჯურხა ნადირაძის 1 - უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და ქავთარაძის ქუჩის პარალელურად. დეტალური ადგილმდებარეობა შეგიძლიათ იხილოთ რუკაზე:

-გაქვთ თუ არა კურსები ონლაინ ფორმატში დიახ, გვაქვს. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

-არის თუ არა ჯგუფები ასაკების მიხედვით დაყოფილი? დიახ. ასაკობრივი ჯგუფები დაყოფილია შემდეგნაირად - 6-9 წელი, 10-12 წელი, 13 წლის ზემოთ.

-ბატონი შალვა და პაატა ამონაშვილები არ ატარებენ შეხვედრებს? შეხვედრებს მოზარდებთან ატარებენ ჩვენი ფსიქოლოგები, რომლებიც გადამზადებულები არიან ჰუმანურ პედაგოგიკაში ბატონი შალვა და პაატას მიერ. პროგრამებიც შედგენილია ბატონ შალვა და პაატა ამონაშვილებთან ერთად. თვითონ ბატონი შალვა და პაატა ამონაშვილები მოზარდებთან შეხვედრებს არ ატარებენ.

-გაქვთ თუ არა პირადი კონსულტაციები? პირადი კონსულტაციების მომსახურება ჩვენს აკადემიაში არ გვაქვს.

  • Instagram
  • Facebook
  • YouTube
bottom of page