top of page
ცენტრი

ჩვენს სამყაროში, სადაც ყოველდღიური სიჩქარე და გამოწვევები გვიცვლის
განწყობას, ღრმად გვჯერა, რომ ყველას სჭირდება ადგილი, სადაც უსაფრთხოდ
იგრძნობს თავს. ადგილი, სადაც მოუსმენენ, გაუგებენ და გვერდით დაუდგებიან
— როგორც ადამიანს.


ამონაშვილის აკადემიის საკონსულტაციო ცენტრი სწორედ ასეთი სივრცეა.
სივრცე, სადაც თითოეულ მოსულს ვხვდებით არა როგორც „კლიენტს“, არამედ
როგორც უნიკალურ პიროვნებას.

ჩვენი მიდგომა

ჩვენი კონსულტაციები და თერაპიები მთლიანად ეყრდნობა ჰუმანურ
პედაგოგიკას — სიყვარულით, ყურადღებითა და ადამიანისადმი ღრმა
პატივისცემით სავსე გზას.
ჩვენთვის მთავარი თქვენი შინაგანი მდგომარეობაა — არა მხოლოდ პრობლემის
მოგვარება, არამედ თქვენი გაძლიერება, მხარდაჭერა და საკუთარ თავთან
დამეგობრება.

მომსახურებები

ჩვენ გთავაზობთ ინდივიდუალურ მიდგომას როგორც ზრდასრულებისათვის, ისე
ბავშვებისა და მოზარდებისთვის:

 

  • ინდივიდუალური ფსიქო-კონსულტირება ზრდასრულებისთვის

  • ფსიქო-თერაპია ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის და ზრდასრულებისთვის

  • ზრდასრულებისთვის შესაძლებელია კონსულტაცია როგორც ონლაინ, ისე ადგილზე — როგორც თქვენთვის უფრო მოსახერხებელია.

ჩვენთან ბავშვებსა და მოზარდებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, ერთ
სივრცეში მიიღონ სრულფასოვანი მხარდაჭერა: იმუშაონ ინდივიდუალურად
ფსიქო-თერაპევტთან და ჯგუფურად — აკადემიის ფსიქოლოგთან. ბაღის
შემთხვევაში კი, პროცესში აქტიურად თანამშრომლობენ ფსიქო-თერაპევტი და
ბაღის პედაგოგი, რაც სრულ თანხვედრაში მიმდინარეობს და მნიშვნელოვნად

აძლიერებს შედეგს. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ჩართულია მშობელიც — მისი
მონაწილეობა ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია.

ჩვენი გუნდი

ჩვენი ფსიქოლოგები არამხოლოდ პროფესიონალები არიან,

არამედ ადამიანების გულისმიერი გამგებიც:

პირობები

  • ზრდასრულების ინდივიდუალური კონსულტაცია – 105 ლარი

  • ინდივიდუალური არტ-თერაპიის სესია (10 წლიდან ) – 95 ლარი

  • ბავშვებისა და მოზარდების ფსიქო-თერაპია – 105 ლარი (პირველი შეხვედრა მშობელთან, შემდეგ ბავშვთან ან მოზარდთან) 

  • ოჯახისა და ზრდასრულების კონსულტაცია პაატა ამონაშვილთან – 230 ლარი

  • ზრდასრულთა კონსულტაცია შესაძლებელია როგორც ცოცხალი შეხვედრით, ისე ონლაინ

  • ფასდაკლება: თუ კონსულტაციაზე მოდის ოჯახის 2 ან მეტი წევრი — მოქმედებს10%-იანი ფასდაკლება.

თუ გრძნობთ, რომ დროა საკუთარ თავზე იზრუნოთ, ან გსურთ, რომ თქვენს
შვილს გვერდით დაუდგეს გულისხმიერი და მზრუნველი პროფესიონალი —
ჩვენ აქ ვართ.

ეს არის ადგილი, სადაც უპირობოდ უყვარხარ და ყოველთვის გელიან.
 

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშრდით

577 20 22 72

  • Instagram
  • Facebook
  • YouTube
bottom of page