top of page

თამაში "მოგზაურობანა"

როგორც შეგპირდით, გრძელდება ჩვენი ოჯახური თამაშების სერია. ახლა კი გთავაზობთ რიგით მეორე თამაშს, სახლწოდებით: „მოგზაურობანა“. ესაა თამაში მთელი ოჯახისათვის!


მოგზაურობა ერთი დიდი ჯადოსნური ამბავია. ის გვეხმარება ადამიანებს ახალი კულტურისა და ადამიანების გაცნობაში, განტვირთვაში და ა.შ. ოჯახთან ერთად მოგზაურობა ყველა ბავშვს ძალიან მოსწონს. ამიტომ როცა ეს რეალურად არ გამოდის სხვადასხვა მიზეზების გამო, მოდით გავითამაშოთ და ასე მივიღოთ სიამოვნება ერთად!


ეს თამაში არის: 6-დან 10 წლამდე ბავშვებისთვის.


თამაშის წესები: დაგვჭირდება ფერადი ფურცლები, ფანქრები, რათა ერთად გამოვჭრათ, დავხატოთ და შევქმნათ ჩვენი პასპორტები, დავაწეროთ ჩვენი სახელები, გვარები, ასაკები. ჩვენ ვეხმარებით ბავშვებს, რომ პასპორტი იყოს მეტად რეალური. აუცილებლად დაგვჭირდება ჩემოდანი. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ბილეთები და ჩავალაგოთ ბარგი, თუნდაც სათამაშოები ან ის ნივთები, რომლებსაც წავიღებთ სამოგზაუროდ. შვილებთან ერთად უნდა გავიაროთ ყველა ის პროცედურა, რომელიც თან ახლავს მგზავრობას. განვიხილოთ როგორ უნდა მოვიქცეთ თვითმფრინავში, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. შემდეგ ასევე ერთად მოვიფიქროთ რა გვინდა ვნახოთ და გავაკეთოთ ამა თუ იმ ქვეყანაში. მაგალითად: მივდივართ პარიზში, გვინდა ვნახოთ საოცნებო დისნეილენდი, ეიფელის კოშკი, შევიაროთ „ლუვრში“ , გავიაროთ ტრიუმფალურ თაღთან, გადავიღოთ მხიარული ფოტოები და ა.შ. შეგვიძლია, ჩვენ დავეხმაროთ, ვურჩიოთ თუ სად იქნება მოგზაურობა უკეთესი, ვაჩვენოთ და ავუხსნათ ამ ადგილის ღირებულებები, ვიმოგზაუროთ ზღაპრულად და, რაც მთავარია, განვიცადოთ დადებითი ემოციები ერთად!


ეს თამაში ავითარებს: წარმოსახვით უნარს, ხელს უწყობს მოტორიკის განვითარებას. რეალური მოგზაურობის დროს ბავშვს ექნება აღქმული და წარმოდგენილი, თუ რა შეიძლება გააკეთოს ამ დროს. ის მიიღებს ულევ ფერად-ფერად ემოციას თქვენთან ერთად!


და რაც მთავარია, ყოველი თამაში არის ერთი დასამახსოვრებელი, ბედნიერი და ემოციებით აღსავსე დღე მთელი ოჯახისათვის!





Comments


bottom of page