🙂ზოგჯერ ჩვენ განსაკუთრებულად ძლიერ გვსურს, რომ ბავშვი იყოს ჩვენთვის მოსახერხებელი, კომფორტული.
😌სწრაფად რომ ვაჭამოთ ჩვენით ფაფა, რათა ჭამის შემდეგ ნახევარი სამზარეულო დასალაგებელი არ გვქონდეს. ქუჩაში სეირნობისას ფრთხილად რომ იაროს მშრალ ასფალტზე და არ დაინტერესდეს ირგვლივ არც ჯოხებით, არც ნაგვის ურნებით, არც მტრედებით.
სასრიალოებზე არ აძვრეს, სახიფათოა! დეიდას არ მიაშტერდეს, უხერხულია!
😔კომფორტულ ბავშვებს კი ისე ადვილად ვეჩვევით! და მერე უკვე მოვითხოვთ:
😳სათამაშოები რომ არ გატეხოს, უფროსებს პატივს სცემდეს, ძმას არ ეჩხუბებოდეს, სკოლაში მხოლოდ მაღალ ქულებზე სწავლობდეს, სასარგებლო წვნიანს ბოლომდე მიირთმევდეს და სულ არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ მისი ატანა არ აქვს. ჭადრაკის გაკვეთილებზე რომ დადიოდეს (რაგბის ნაცვლად), "ხულიგნებთან" არ იმეგობროს, მხოლოდ კარგი გოგონა შეუყვარდეს! შემდეგ კი - რომ გაიზარდოს დამოუკიდებელი, წარმატებული, შემოქმედებითი, თვითკმარი, ბედნიერი ბიზნესმენი. მაგრამ ასე არ ხდება!
🤔ძალიან კომფორტული ბავშვებისგან იზრდებიან კომფორტული ზრდასრულები. მათთან კი, ვინც ბავშვობაში გაიგო და დაიმახსოვრა თავისუფლების გემო - სულ სხვა ისტორიაა.
🥰თავშეუკავებელ თამაშებსა და მტრედებზე ნადირობაში, დასვრილ მაისურებში, "ხულიგნურ" ქცევებსა და თავისი შეხედულებების დაცვაში, საყვარელ რაგბიში - აი, აქ იბადებიან ბედნიერი ადამიანები... სწორედ ცელქი ბავშვები არიან ისინი, ვინც გარდაქმნიან და უკეთესობისაკენ ცვლიან მომავალში სამყაროს! ამიტომაც, მოდით, ნუ შევუშლით მათ ამაში ხელს.

Comments