top of page

შვილი, რომელსაც ველოდი

იყო ისეთი შვილი, რომლებსაც ჩემი მშობლები ელოდნენ” - ეს ჩვენი ბაზი


სური მოთხოვნილებაა. როდესაც ადამიანი პატარაა, მისთვის დედა და მამა მთელი სამყაროა. მშობლები ამ დროს ბავშვისთვის ღმერთები არიან. მშობლების რეაქციები კი ქმნიან ბავშვის წარმოდგენებს სამყაროზე, უსაფრთხოებაზე. მაგრამ უპირველეს ყოვლისა - წარმოდგენებს საკუთარ თავზე. მშობლების ღიმილით, გამოხედვით, შეხებით, ინტონაციით ბავშვი რაღაც ახალს იგებს საკუთარ თავზე. პატარები თითოეულ უმნიშვნელო დეტალს იჭერენ. „თუკი მე ისეთი ვარ, როგორსაც ელოდნენ ჩემი მშობლებს, მაშინ მე კარგი შვილი ვარ.“ სწორედ ეს მიკუთვნებულობის განცდა გვაძლევს შინაგან მყარ საყრდენს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ასაკში, ცხოვრების ყველა ეტაპზე.


როცა ვიცი, რომ მე ისეთი შვილი ვარ, როგორიც უნდოდათ და როგორსაც ელოდნენ - ე.ი. მე შემიძლია გავიზარდო, ვისწავლო, შევიმეცნო საკუთარი თავი და სხვები. როგორი ვარ მე, რისი კეთება მომწონს, რა შემეფერება და რა არა. როცა ვიცი, რომ ჩემს განცდებს მიიღებენ, გაიგებენ, მე თავისუფლად შემიძლია საკუთარი თავის გამოხატვა. ამგვარად იქმნება ადამიანის ჯანსაღი თვითობა, სხვების შეფასებებისგან დამოუკიდებლობა.


ხდება ხოლმე, როცა მშობლები გვაკრიტიკებენ, გვადარებენ სხვებს ან საერთოდაც არ გვაქცევენ ყურადღებას, რაიმეთი არიან დაკავებულები, იქნება ეს სამსახური, მეუღლესთან ურთიერთობა, მათი პრობლემები თუ სხვა. ამ დრ


ოს ბავშვების თვითშეფასება მახინჯდება. მათ გონებაში შესაძლოა ფიქრების სხვადასხვა ვარიანტი გაჩნდეს: „მე ჩემს ოჯახს არ შევეფერები“, „მე ცუდი და უვარგისი ვარ“, „საკუთარ ოჯახს არ ვჭირდები“, „მე არაფერი ვიცი საკუთარ თავზე“. ასეთი ადამიანები ზრდასრულ ასაკში ისეთი კითხვების წინაშე დგებიან, როგორიცაა: „ვინ ვარ მე? რისთვის ვარსებობ?“


ხშირად ვუთხრათ შვილებს, რომ ისინი ჩვენი სანატრელი და სასურველი შვილები არიან! ხშირად შევაქოთ ისინი. ნუ შევადარებთ ნურავის. პატივი ვცეთ მათ და მივცეთ თვითგამოხატვის საშუალება. დავინტერესდეთ მათი ინტერესებით, ნუ შევხედავთ მათ პრობლემებს არასერიოზულად და ნუ გავაუფასურებთ, თითქოს ეს არაფერია. დავანახოთ შვილებს, რომ ისინი მნიშვნელოვნები არიან! ხშირად ვუთხრათ, რომ გვიყვარს ისინი ზუსტად ისეთები, როგორებიც არიან. აუცილებელია, რომ ყველა ბავშვმა იცოდეს, როგორ ელოდნენ მის დაბადებას მშობლები, მას და ზუსტად მას. არა სხვა სქესისას, არა სხვა დროს, არა სხვა ვითარებაში და ეს არასოდეს შეიცვლება!



Comments


bottom of page