top of page

3 წუთის წესი

🥰"3 წუთის" წესი მდგომარეობს შემდეგში: ყოველდღე შევხვდეთ შვილს ისე, როგორც მეგობარს, თითქოს ძალიან დიდი ხანია არ გვინახავს, დიდი სიხარულით, გულწრფელი ინტერესით. რაც მთავარია, შეხვედრის პირველი წუთები დავუთმოთ მხოლოდ მას. ჩავეხუტოთ, გავუთანაბრდეთ თვალების სიმაღლეზე, რათა მოვისმინოთ მისი ყველა სიტყვა და ვაგრძნობინოთ, რომ ეს დრო მხოლოდ მისია.


🤔ეს წესი შეიძლება გამოვიყენოთ მაშინ, როცა ვბრუნდებით სამსახურიდან სახლში, გამოგვყავს ბაღიდან ან სკოლიდან. პირველი წუთები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შეხვედრისას ბავშვები ემოციებით სავსე არიან. მივცეთ ბავშვს საშუალება მოგვიყვეს რა მოხდა დღის განმავლობაში, რა ნახა, რამ გაანაწყენა ან პირიქით, რამ გაახარა. მთავარია არ გავუშვათ ეს მომენტი ხელიდან.


🤗"3 წუთის" წესი გვეხმარება შევინარჩუნოთ ემოციური სიახლოვე და ურთიერთობა უკეთესობისკენ შევცვალოთ. ეს წესი განსაკუთრებით გამოადგებათ დაკავებულ მშობლებს, რომლებიც ბავშვთან დიდ დროს ვერ ატარებენ. მთავარია შეხვედრისას აქტიურად ვისმენდეთ და ბავშვზე ვიყოთ ფოკუსირებული.



bottom of page