top of page

თამაში "ასოციაციობანა"

როგორც შეგპირდით, გთავაზობთ ჩვენს პირველ თამაშს მთელი ოჯახისათვის - ასოციაციობანა.


ეს თამაში არის: 7-დან 99 წლამდე ბავშვებითვის.


თამაშის წესები: ვიყოფით ორ გუნდად. ჯერ პირველი გუნდი ჩაიფიქრებს სიტყვას, რომელზეც მეორე გუნდმა რაც შეიძლება მეტი ასოციაცია უნდა მოიფიქროს 1 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი პირიქით, სიტყვას ჩაიფიქრებს მეორე გუნდი, ხოლო პირველი გუნდი ცდილობს ჩქარ-ჩქარა, რაც შეიძლება მეტი ასოციაცია თქვას ამ სიტყვაზე. მაგალითად, თუ სიტყვაა „ზაფხული“ - ზაფხული ასოცირდება გართობასთან, ზღვასთან, მეგობრებთან, მზესთან და სხვ. გუნდის წევრები ერთმანეთს უნიშნავენ დროს და ითვლიან თუ რამდენი ასოციაციის თქმას მოასწრებს მეორე გუნდი. იგებს ის გუნდი, რომელიც ერთ წუთში მეტი ასოციაციის თქმას მოასწრებს.


ეს თამაში ავითარებს: ლექსიკას, ფიქრის უნარს, ლოგიკურ აზროვნებას, სისხარტეს, თვლას.


არ დაგვავიწყდეს, რომ მთავარია, ყველამ სიამოვნება მივიღოთ თამაშისაგან. წაგების შემთხვევაში კი - ჩახუტებით მივულოცოთ გამარჯვებულს.


მიუხედავად ყველაფრისა, გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი თამაში უდრის ერთ ბედნიერ, სახალისო და დასამახსოვრებელ დღეს ოჯახთან ერთად.



Commenti


bottom of page