

პაატა ამონაშვილი და “ამონაშვილის აკადემია” ჰუმანური საქართველოს გაძლიერების სურვილით, იწყებს “თანხმობის ფსიქოლოგიის”კურსს ახალგაზრდა ფსიქოლოგებისთვის.
თანხმობის ფსიქოლოგია ჰუმანური პედაგოგიკის წიაღში ჩამოყალიბდა. ამ მიდგომის უპირველესი ამოცანაა ისეთი ფსიქოლოგიური გარემოს შექმნა, რომელშიც ბავშვს ბუნებრივად უჩნდება სწავლის და განვითარების მოტივაცია.
ასევე, თანხმობის ფსიქოლოგიას ძლიერი ეფექტი აქვს კონსულტირების პროცესშიც.
საოცარ ეფექტზე გადის თანხმობის ფსიქოლოგიის მცოდნე ფსიქოლოგი, როდესაც ადამიანებს კი არ კარნახობს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, არამედ თავად აღმოაჩენინებს იმ რესურსებს, რომელიც გააჩნიათ.
ვთვლით, რომ სწორედ ახლა, როცა დაგვიგროვდა გამოცდილება ათასობით ადამიანთან წარმატებული მუშაობისა, სასარგებლო შეგვიძლია გავხდეთ ახალგაზრდა ფსიქოლოგებისთვის.
პროგრამის მიზანია:
1. გააღრმავოს თანხმობის ფენომენის, როგორც ჰუმანური ფსიქოლოგიის ცენტრალური პრინციპის გაგება.
2. ასწავლოს მონაწილეებს მისი პრაქტიკული გამოყენება კონსულტირებაში, პედაგოგიკაში და პირად ცხოვრებაში.
პროგრამის ამოცანები
1. თანხმობის ბუნების შესწავლა პირად, ინტერპერსონალურ და სულიერ დონეებზე.
2. ჰუმანური ურთიერთქმედების ინსტრუმენტების ათვისება: დიალოგი, ემპათიური მოსმენა, გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღება.
3. ფსიქოლოგის როლის გადახედვა.
4. თანხმობის პრაქტიკა რთულ სიტუაციებში.
ვის გამოადგება:
1. ფსიქოლოგებს, რომლებსაც აქვთ საბაზისო ფსიქოლოგიური განათლება და პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება.
2. პედაგოგებს, რომელთაც სურთ ჰუმანურ-პედაგოგიური პრინციპების დამკვიდრება თავის პრაქტიკაში.
რა ფორმატს გთავაზობთ:
ონლაინ კურსი დასკვნითი ოფლაინ შეხვედრით.
მეცადინეობების დაწყება 2025 წლის 1 დეკემბერი.
დასრულება 2026 წლის იანვრის შუა რიცხვები.
მეცადინეობების განრიგი: ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი,18:00–21:30
18:00–19:30 — თეორიული სესია (ლიტერატურისა და თეორიის შესწავლა)
20:00–21:30 — პრაქტიკული სესია (ქეისების ანალიზი, სუპერვიზია, ლიტერატურის მიმოხილვა)
დასასრული:
3-დღიანი ოფლაინ შეხვედრა მზიანეთში (იანვრის შუა რიცხვებში). თეორიისა და პრაქტიკის ინტეგრაცია, სერტიფიცირება, ცოცხალი სუპერვიზია.
სერტიფიკაციის მიღებისათვის აუცილებელია:
1. მონაწილეობა ყველა სესიაში.
2. ყველა დავალების შესრულება.
3. ფინალური დემონსტრაციული სესიის წარმატებით ჩატარება.
4. პროექტის დაცვა თემაზე „თანხმობის ფსიქოლოგია ჩემს პრაქტიკაში“.
5. მონაწილეობა დასკვნით ინტეგრაციაში.
პროგრამის საფასური:
ონლაინ შეხვედრები - 100 ლარი
3 დღიანი ოფლაინ შეხვედრა მზიანეთში - 420 ლარი (ფასში შედის სემინარები, კვება და განთავსება ამონაშვილების კარმიდამოს ტერიტორიაზე. ფასში არ შედის ტრანსპორტირება)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა
სარეგისტრაციო ფორმა
