top of page

ამონაშვილის საზაფხულო ბაღი

zafafxuloinsta.jpg

ამონაშვილის საავტორო ბაღი გთავაზობთ  საზაფხულო ბაღს ივლისის თვეში.

 

ჩვენთან დაგხვდებათ უპირობო სიყვარულის გარემო. ბავშვებთან მუშაობენ პედაგოგები, რომლებიც სულ მოკლე დროში ხდებიან მათი ყველაზე სანდო  და ძვირფასი მესაიდუმლეები.

 

ჩვენი გუნდი მზად არის ზაფხულის ცხელი დღეები თქვენი შვილებისთბის გახადოს ყველაზე ჯადოსნური და მოგონებებით სავსე.

ამ პერიოდის განმავლობაში ისინი დაკავებული იქნებიან სხვადასხვა აქტივობებით. ჩვენთან არცერთ აქტივობას არ აქვს გაკვეთილის სახე, არამედ ყველა საჭირო უნარ-ჩვევას  სპეციალურად შექმნილი აქტივობებით გამოიმუშავებენ, რომელიც  ჰუმანური პედაგოგიკის პრინციპებზეა აგებული.

 

ამის გარდა,  დღის განმავლობაში მათთან შედიან ჩვენი აკადემიის ფსიქოლოგები თავისი პროგრამით, ესენია: ემოციების მართვა; მეტყველება; სპორტი; მუსიკა; ცეკვა და სხვა.

 

ჩვენთან დიდი ყურადღება ეთმობა სოციალური უნარების განვითარებას. ბავშვები გამოიმუშავებენ პიროვნულ თვისებებს, სწავლობენ მეგობრობას, სიკეთეს, იაზრებენ, თუ რა არის სიკეთე და ა.შ.

 

ველით ამონაშვილის საავტორო ბაღში 3-6 წლის პატარა მეგობრებს 3-28 ივლისს. ჩვენთან მათ დახვდებათ უპირობო სიყვარულის, მიმღებლობისა და ბედნიერებით აღსავსე გარემო. 

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 - 17:00

 ხანგრძლივობაა - 1 თვე, 3-28 ივლისი

კურსის საფასურია - 770 ლარი

დედმამიშვილებზე და ჩვენი აკადემიის წევრებზე მოქმედებს 10% ფასდაკლება

 

კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით - 558 30 80 33

პროგრამა ეფუძნება ჰუმანური პედაგოგიკის საფუძვლებს და შემუშავებულია შალვა და პაატა ამონაშვილებთან ერთად.

bottom of page