top of page

ბედნიერების ლაბორატორია

bl-moz-insta copy.jpg

ნებისმიერ თქვენთაგან რომ გკითხოთ, რას ისურვებდით თქვენი შვილებისათვის, ალბათ, პირველი პასუხი იქნება ჯანმრთელობა და ბედნიერება. 

 

ყველას გვინდა, რომ ჩვენი შვილები იყვნენ ლაღები და ჰქონდეთ ბედნიერი ცხოვრება. მაგრამ, რა არის სინამდვილეში ბედნიერება? სად ვეძებთ მას ჩვენ? და სად ეძებენ მას ჩვენი შვილები, რომელთა ღირებულებები და მისწრაფებები გარკვეულწილად განსხვავდება ჩვენისაგან? 

შეიძლება მოგისმენიათ მსგავსი ფრაზები თქვენი შვილებისაგან:

- “მაშინ ვიქნები ბედნიერი, როდესაც სკოლას დავამთავრებ და სამეცადინო აღარ მექნება”

- “მე კი, მაშინ ვიქნები ბედნიერი, როდესაც ახალი ტელეფონი და ჩემი ოთახი მექნება”

- “მე კი ბედნიერი მხოლოდ მაშინ ვიქნები, როდესაც გავიზრდები და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად მივიღებ”…

 

მხოლოდ ჩვენი შვილები კი არა, ჩვენც კი ხშირად ბედნიერებას სადღაც გარეთ ვეძებთ - საგნებში, სხვა ადამიანებში, ნივთებში და სხვა. გამოდის თითქოს ჩვენი ბედნიერების წყარო ჩვენი შინაგანი სამყაროდან ამოვიღეთ და სადღაც გარეთ გადავდგით - დავუკავშირეთ სხვადასხვა მოვლენებს. 

 

მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ ბედნიერებას საკუთარი თავის გარეთ ვერავინ იპოვის, ის არის ჩვენი შინაგანი მდგომარეობა და გარეთ არ მოიპოვება. ჭეშმარიტი ბედნიერება ნაკლებადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს გარშემო, ის დიდწილად ჩვენს შინაგან განწყობებზეა დამოკიდებული. 

 

თითქოს ეს ყველაფერი ვიცით და გვესმის, მაგრამ განსახორციელებლად ძალიან რთულია - როგორ იყოს ჩვენი შვილი ბედნიერი, როდესაც მასწავლებელმა ეჩხუბა, ან როდესაც მეგობარმა აწყენინა, ან ტელეფონი 1 დღით ჩამოართვეს? 

 

უკვე რამდენიმე წელია ჩვენს აკადემიაში მიმდინარეობს კურსი “ბედნიერების ლაბორატორია”, სადაც ჩვენს მოზარდებთან ერთად ვეძებთ ბედნიერებას საკუთარ თავში, ჩვენს სამყაროში… არსებობს ამის მიღწების სხვადასხვა ტექნიკები და სავარჯიშოები. სწორედ ამას ეძღვნება ჩვენი ეს კურსი.

 

ამ პროგრამის გავლის შემდეგ, ჩვენი მოზარდები არა მხოლოდ უფრო ბედნიერები ხდებიან, არამედ საკუთარ მშობლებსაც კი ასწავლიან, როგორ აიმაღლონ მათ ბედნიერების დონე.

 

ველით ჩვენთან, ამონაშვილის აკადემიაში 9 წლის ზემოთ მოზარდებს, რომ მათთან ერთად გავხდეთ ყველაზე უფრო ბედნიერები.

 

შეხვედრები ჩატარდება შაბათ ან კვირა დღეს

კურსის ხანგრძლივობაა - 5 თვე, 20 შეხვედრა

კურსის საფასურია - 850 ლარი

დედმამიშვილებზე და ჩვენი აკადემიის წევრებზე მოქმედებს 10% ფასდაკლება

ჩვენი მომხმარებლებისთვის მოქმედებს 6 თვიანი უპროცენტო განვადება თიბისი ბანკში.

 

კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით - 598 94 21 22

პროგრამა ეფუძნება ჰუმანური პედაგოგიკის საფუძვლებს და შემუშავებულია შალვა და პაატა ამონაშვილებთან ერთად.

რეგისტრაცია პროგრამაზე 
"ბედნიერების ლაბორატორია"
რა ფორმატში დაესწრებით შეხვედრებს?
bottom of page