top of page
ბედნიერების ლაბორატორია.png

რატომ სჭირდება თქვენს შვილს ეს პროგრამა?

ნებისმიერ თქვენგანს რომ გკითხოთ, რას ისურვებდით თქვენი შვილებისათვის, ალბათ, პირველი პასუხი იქნება ჯანმრთელობა და ბედნიერება. 

 

ყველას გვინდა, რომ ჩვენი შვილები იყვნენ ლაღები და ჰქონდეთ ბედნიერი ცხოვრება. მაგრამ, რა არის სინამდვილეში ბედნიერება? სად ვეძებთ მას ჩვენ? და სად ეძებენ მას ჩვენი შვილები, რომელთა ღირებულებები და მისწრაფებები გარკვეულწილად განსხვავდება ჩვენისაგან? 

 

ჩვენც და, ხშირად, ჩვენი შვილებიც ბედნიერებას სადღაც გარეთ ვეძებთ - საგნებში, სხვა ადამიანებში, ნივთებში და სხვა. გამოდის თითქოს ჩვენი ბედნიერების წყარო ჩვენი შინაგანი სამყაროდან ამოვიღეთ და სადღაც გარეთ გადავდგით - დავუკავშირეთ სხვადასხვა მოვლენებს. 

 

მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ ბედნიერებას საკუთარი თავის გარეთ ვერავინ იპოვის, ის არის ჩვენი შინაგანი მდგომარეობა და გარეთ არ მოიპოვება. ჭეშმარიტი ბედნიერება ნაკლებადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს გარშემო, ის დიდწილად ჩვენს შინაგან განწყობებზეა დამოკიდებული. 

 

თითქოს ეს ყველაფერი ვიცით და გვესმის, მაგრამ განსახორციელებლად ძალიან რთულია - როგორ იყოს ჩვენი შვილი ბედნიერი, როდესაც მასწავლებელი ეჩხუბა, ან როდესაც მეგობარმა აწყენინა, ან ტელეფონი 1 დღით ჩამოართვეს? 

როგორ დაეხმარება პროგრამა თქვენს შვილს?

უკვე რამდენიმე წელია ჩვენს აკადემიაში მიმდინარეობს კურსი “ბედნიერების ლაბორატორია”, სადაც ჩვენს მოზარდებთან ერთად ვეძებთ ბედნიერებას საკუთარ თავში, ჩვენს სამყაროში… არსებობს ამის მიღწების სხვადასხვა ტექნიკები და სავარჯიშოები - სწორედ ამას ეძღვნება ჩვენი ეს კურსი.

კურსის განმავლობაში, ფსიქოლოგებთან ერთად, მოზარდები შეეხებიან შემდეგ თემებს:

  1. მადლიერების განცდა

  2. უარყოფითი ფიქრებისგან გათავისუფლება

  3. კეთილი საქმეების განხორციელება

  4. ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვა

  5. ვისწავლოთ პატიება

  6. საყვარელი საქმის პოვნა

  7. ბედნიერება დეტალებშია

  8. მიზნების დასახვა

  9. რას ნიშნავს იყო ჯანმრთელი

  10. რაში გვეხმარება საკუთარი თავის რწმენა

 

კურსი გათვლილია 9-17 წლის მოზარდებისათვის.

 

მშობლებთან ინდივიდუალური კომუნიკაცია კურსის წამყვან ფსიქოლოგებს ექნებათ თვეში ერთხელ.

ამ პროგრამის გავლის შემდეგ, ჩვენი მოზარდები არა მხოლოდ უფრო ბედნიერები ხდებიან, არამედ საკუთარ მშობლებსაც კი ასწავლიან, როგორ აიმაღლონ საკუთარი ბედნიერების დონე.

 

კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი.

ვინ ატარებს კურსს?

პროგრამა ეფუძნება ჰუმანური პედაგოგიკის საფუძვლებს და შემუშავებულია შალვა და პაატა ამონაშვილებთან ერთად.

კურსს წაიყვანს ამონაშვილის აკადემიის ფსიქოლოგი - თეონა დევდარიანი.


რას ამბობენ ჩვენი მშობლები და მოზარდები ჩვენზე?

ჩემმა შვილმა ორი კურსი გაიარა ამონაშვილის აკადემიაში. ორივე კურსი დაეხმარა პირველ რიგში თანატოლებთან კომუნიკაციაში და სოციალიაზაციაში, მაგრამ მთავარი ისაა რომ კურსის მსვლელობისას, ფსიქოლოგის თანადგომით მან საკუთარ თავში აღმოაჩინა ბევრი შესაძლებლობები, გახდა ბევრად თავდაჯერებული და  უფრო დიდი ინტერესი გაუჩნდა თანატოლებთან ურთიერთობის.

ვატყობ, რომ აქვს ახალი ურთიერთობების დაწყების  და მეგობრების გაჩენის ინტერესი. ვატყობ, რომ მეტად ოპტიმისტია. ვატყობ, რომ კურსის მსვლელობისას აღმოაჩინა თავის თავში შესაძლებლობა და ძალიან ბედნიერია ამით. საერთოდ ვატყობ რომ ბევრად ბედნიერია.

სოფო

ჩემი შვილი ძალიან კმაყოფილია აკადემიაში სიარულით. ვისაც დასჭირდება ჩემს სანაცნობოში ყველას ვურჩევ, რომ აქ ატარონ მოზარდები. ეს აკადემია პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული და თითოეულ ბავშვზე ზრუნავენ, რომ დაეხმარონ მორალურად და ფსიქოლოგიურად.

 

თეონა იყო ჩვენი აღმოჩენა. მან არა მარტო ჩაუტარა სტანდარტული კურსი ჩემს შვილს, არამედ სათითაოდ ყველა პრობლემას არჩევდა მასთან ერთად, მასზე ღელავდა და ძირფესვიანად არჩევიებდა პრობლემას. თეონამ უამრავი დრო და ენერგია დახარჯა იმისთვის, რომ ჩემს შვილს კარგად და ბედნიერად ეგრძნო თავი აკადემიაშიც და მის გარეთაც. დიდი მადლობა მას ამ თავდადებისთვის. ძალიან მინდა ყველა მოზარდს ჰყავდეს თეონასნაირი მზრუნველი და პროფესიონალი ფსიქოლოგი და მეგობარი. დიდი მადლობა მას.

სოფო

თავიდანვე, რა თქმა უნდა მეგობრულ და თბილ გარემოს ველოდი, მაგრამ ამონაშვილის აკადემიამ ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა.

აქ იმაზე მეგობრული გარემოა ვიდრე წარმომედგინა. უამრავი კარგი ადამიანი გავიცანი.

კურსები დამეხმარა კომუნიკაციაში. გავხდი მეტად თავდაჯერებული.

მინდა ყველა ჩემს თანატოლს ვუთხრა, რომ თუ ამონაშვილში, მოვლენ, არ ინანებენ, ძალიან მოეწონებათ და ძალიან კარგ ადამიანებს გაიცნობენ. რაც მთავარია, ბევრ რამეს ისწავლიან.

ძალიან თბილი და საყვარელი თანამშრომლები ჰყავს ამ აკადემიას! მათი სახითაც მეგობარს შეიძენენ ჩემი თანატოლები.

სალი

ფასი და დეტალები:

  • შეხვედრები ჩატარდება კვირაში ერთხელ - შაბათ ან კვირა დღეს (თუ კვირის დღეები გირჩევნიათ, გთხოვთ, მონიშნოთ შესაბამისი ველი სარეგისტრაციო ფორმაში).

  • თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა - 1.5 საათი.

  • კურსის ხანგრძლივობაა 5 თვე (20 შეხვედრა).

  • კურსი დაიწყება 3 თებერვალს და გაგრძელდება 23 ივნისის ჩათვლით (4-5 მაისი დასვენების დღეები).

  • კურსის საფასური - 850 ლარი.

  • დედმამიშვილებზე და ჩვენი აკადემიის წევრებზე მოქმედებს 10% ფასდაკლება.

  • ჩვენი მომხმარებლებისთვის მოქმედებს 6-თვიანი უპროცენტო განვადება თიბისი ბანკში.

რეგისტრაცია პროგრამაზე
ბედნიერების ლაბორატორია

რა ფორმატში დაესწრებით შეხვედრებს?
როდის დაესწრებით შეხვედრებს?

ხშირად დასმული შეკითხვები:

ტერიტორიულად სად მდებარეობთ? ჩვენი მისამართია - ჯურხა ნადირაძის 1 - უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და ქავთარაძის ქუჩის პარალელურად. დეტალური ადგილმდებარეობა შეგიძლიათ იხილოთ რუკაზე:

როგორ გავხდე აკადემიის წევრი? მოზარდი, თუ მშობელი, რომელიც ერთხელ მაინც ჩაერთვება ჩვენს რომელიმე პროგრამასა, თუ კურსში, ავტომატურად ხდება ჩვენი აკადემიის წევრი და სარგბელობს მომდევნო კურსებზე 10%-იანი ფასდაკლებით.

არის თუ არა საცდელი შეხვედრები? დიახ, გვაქვს საცდელი შეხვედრებიც. საცდელ შეხვედრაზე ჩასაწერად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია.

გაქვთ თუ არა კურსები ონლაინ ფორმატში? დიახ, გვაქვს. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

არის თუ არა ჯგუფები ასაკების მიხედვით დაყოფილი? დიახ. ასაკობრივი ჯგუფები დაყოფილია შემდეგნაირად - 6-9 წელი, 10-12 წელი, 13 წლის ზემოთ.

ბატონი შალვა და პაატა ამონაშვილები არ ატარებენ შეხვედრებს? შეხვედრებს მოზარდებთან ატარებენ ჩვენი ფსიქოლოგები, რომლებიც გადამზადებულები არიან ჰუმანურ პედაგოგიკაში ბატონი შალვა და პაატას მიერ. პროგრამებიც შედგენილია ბატონ შალვა და პაატა ამონაშვილებთან ერთად. თვითონ ბატონი შალვა და პაატა ამონაშვილები მოზარდებთან შეხვედრებს არ ატარებენ.

გაქვთ თუ არა პირადი კონსულტაციები? პირადი კონსულტაციების მომსახურება ჩვენს აკადემიაში არ გვაქვს.

bottom of page