top of page

daijere, Sen SegiZlia!

sopi-tvitdajereba-insta copy.jpg

თუ გსმენიათ თქვენი შვილისგან ისეთი ფრაზები როგორიცაა: “მე ეს არ შემიძლია!”, “ამას ვერ გავაკეთებ!”, “არ გამომივა”, “ის ჩემზე უკეთესია” და სხვა. არადა უყურებთ და იცით, რომ ნამდვილად შეუძლია და გამოუვა. თუმცა იმის გამო, რომ საკუთარი თავის არ სჯერა, შეიძლება მან არც კი სცადოს რაიმეს გაკეთება.

 

ამ პროცესს დიდწილად განაპირობებს საკუთარი თავის არასწორი თვითშეფასება. 

 

ადექვატური თვითშეფასება ბავშვის განვითარების თითოეულ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია. 

 ხშირ შემთხვევაში, ბავშვებს, და არა მხოლოდ მათ, აქვთ ან ძალიან დაბალი, ან შეიძლება მაღალი თვითშეფასება, რასაც ორივე შემთხვევაში, არასახარბიელო შედეგებამდე მივყავართ. 

 

უკვე რამდენიმე წელია ჩვენს აკადემიაში გვაქვს პროგრამა “დაიჯერე! შენ შეგიძლია!”, რომლის მიზანიცაა ჩვენს მოზარდებს დავეხმაროთ საკუთარი თვითშეფასების დარეგულირებაში. ამ კურსის მეშვეობით, უკვე მრავალმა მოზარდმა შეძლო ადექვატურად აღექვა საკუთარი შინაგანი სამყარო, აღმოეჩინა საკუთარ თავში არსებული ისეთი უნარები, რომლებიც მათთვის უცნობი იყო და ჩამოეყალიბებინა სწორი ხედვა საკუთარ თავზე. 

 

თუ თვლით, რომ თქვენს 6-17 წლის შვილსაც სჭირდება მიხმარება საკუთარი თვითშეფასების დარეგულირებაში, მაშინ ველით მას ჩვენთან, ამონაშვილის აკადემიაში. ჩვენ მათთან ერთად ვეცდებით, რომ უფრო შევიყვაროთ საკუთარი თავები და ჩვენს გარშემო არსებული სამყარო. 

 

შეხვედრები ჩატარდება შაბათ ან კვირა დღეს

კურსის ხანგრძლივობაა - 5 თვე, 20 შეხვედრა

კურსის საფასურია - 850 ლარი

დედმამიშვილებზე და ჩვენი აკადემიის წევრებზე მოქმედებს 10% ფასდაკლება

ჩვენი მომხმარებლებისთვის მოქმედებს 6 თვიანი უპროცენტო განვადება თიბისი ბანკში.

 

კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით - 598 94 21 22

პროგრამა ეფუძნება ჰუმანური პედაგოგიკის საფუძვლებს და შემუშავებულია შალვა და პაატა ამონაშვილებთან ერთად.

რეგისტრაცია პროგრამაზე 
"დაიჯერე! შენ შეგიძლია!"
როდის გირჩევნათ შეხვედრები?
რა ფორმატში დაესწრებით შეხვედრებს?
bottom of page