top of page

რატომ სჭირდება თქვენს შვილს ეს პროგრამა?

ხშირად გსმენიათ თქვენი შვილისგან ფრაზები: “მე ეს არ შემიძლია!”, “ამას ვერ გავაკეთებ!”, “არ გამომივა”, “ის ჩემზე უკეთესია” და სხვა? არა და თქვენ უყურებთ და იცით, რომ ნამდვილად შეუძლია და გამოუვა. თუმცა იმის გამო, რომ საკუთარი თავის არ სჯერა, შეიძლება მან არც კი სცადოს რაიმეს გაკეთება.

ამ პროცესს დიდწილად განაპირობებს საკუთარი თავის არასწორი შეფასება. 

როგორ დაეხმარება პროგრამა თქვენს შვილს?

უკვე რამდენიმე წელია ჩვენს აკადემიაში გვაქვს პროგრამა “დაიჯერე! შენ შეგიძლია!”, რომლის მიზანიცაა ჩვენს მოზარდებს დავეხმაროთ საკუთარი თვითშეფასების დარეგულირებაში. ამ კურსის მეშვეობით, უკვე მრავალმა მოზარდმა შეძლო ადექვატურად აღექვა საკუთარი შინაგანი სამყარო, აღმოეჩინა საკუთარ თავში არსებული ისეთი უნარები, რომლებიც მათთვის უცნობი იყო და ჩამოეყალიბებინა სწორი ხედვა საკუთარ თავზე. 

კურსი განკუთვნილია 6-17 წლის მოზარდებისათვის.

კურსის განმავლობაში, ფსიქოლოგებთან ერთად, მოზარდები შეეხებიან შემდეგ თემებს:
1. ვინ ვარ მე

2. როგორ მხედავენ გარშემომყოფები

3. შინაგანი ძალა, სიტყვის ძალა და განწყობა, მომავალი და მოლოდინები

4. სოციალური ურთიერთობები - ოჯახი, მეგობრები

5. ემოციების აღმოჩენა და სწორი გზით გამოხატვა, პრობლემები და მათი გადაჭრის გზები

6. პასუხისმგებლობები, ჩემი საჭიროებები, თავისუფლება და მისი საზღვრები

7. ლიდერობა, მე - როგორც ლიდერი

8. მოტივაცია

9. მადლიერება და პატიება

10. საკუთარი თავის სრულყოფა და შემოქმედებითი აზროვნება

 

 

მშობლებთან ინდივიდუალური კომუნიკაცია კურსის წამყვან ფსიქოლოგებს ექნებათ თვეში ერთხელ.

კურსის შედეგად მონაწილეები დაიჯერებენ საკუთარ შესაძლებლობებს, გახდებიან უფრო თავდაჯერებულები, რაც დაეხმარებათ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში - სკოლაში საკუთარი თავის წარმოჩენაში, მეგობრული ურთიერთობების დამყარებაში, ოჯახის წევრებთან ურთიერთობების დალაგებაში და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარ თავთან ბედნიერ თანაცხოვრებაში.

 

კურსის დასრულებისას გაიცემა სერტიფიკატი.

ვინ ატარებს კურსს?

პროგრამა ეფუძნება ჰუმანური პედაგოგიკის საფუძვლებს და შემუშავებულია შალვა და პაატა ამონაშვილებთან ერთად.

კურსს წაიყვანენ ამონაშვილის აკადემიის ფსიქოლოგები:

რას ამბობენ ჩვენი მშობლები და მოზარდები ჩვენზე

ჩემს შვილს ეს კურსი დაეხმარა საკუთარი თავის პოვნაში.აღმოაჩინა, რომ სულაც არ არის ისეთი ცუდი, როგორიც ეგონა. აღმოაჩინა, რომ შეუძლია თამამად გამოთქვას საკუთარი აზრი.

 

ვატყობ, რომ თითქოს უფრო გაიზარდა. განვითარების და შემეცნების ახალ ეტაპზე გადავიდა. თანაც ბევრად თავდაჯერებული გახდა.

ყველას ვურჩევდი ამ აკადემიაში ბავშვების მოყვანას.

ნინო

ჩემთვის აკადემია აღმოჩნდა ზუსტად ისეთი როგორსაც ველოდი, მაგრამ არ მეგონა თუ ასეთ მეგობრულ ხალხს გავიცნობდი.

ამონაშვილის აკადემიაში სიარულმა უფრო მეტი თავდაჯერებულობა მომცა, განვივითარე ჩემი პრობლემების სხვებთან გაზიარებისა და დახმარების თხოვნის უნარი.

ჩემს თანატოლებს ვეტყოდი, რომ ეს აკადემია არის გზა იმისა, რომ დაგეხმაროს შენს ცხოვრებაში არსებული პრობლემების მოგვარებაში.

მარიამი

ჩემთვის ამონაშვილის აკადემია მეორე სახლი აღმოჩნდა. ადგილი სადაც უზომოდ ბევრი სიყვარულია, ადგილი სადაც საკუთარი თავის პოვნის შესაძლებლობა გაქვს.

რაღაცებზე დავიწყე სულ სხვანაირად ფიქრი და სხვა ქცევები, ემოციების მართვაში დამეხმარა, პრობლემების გადაჭრა მასწავლა.

ამონაშვილის აკადემია ისე შეგაყვარებთ თავს აღარ მოგინდებათ ხოლმე წამოსვლა და ერთი სული გექნებათ როდის მოვა მეორე კვირა კვლავ ამონაშვილში წასასვლელად.

ელენე

ფასი და დეტალები

  • შეხვედრები ჩატარდება კვირაში ერთხელ - შაბათ ან კვირა დღეს (თუ კვირის დღეები გირჩევნიათ, გთხოვთ, მონიშნოთ შესაბამისი ველი სარეგისტრაციო ფორმაში).

  • თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობაა: 6-9 წელზე - 1 საათი, 10 წლის ზემოთ - 1.5 საათი.

  • კურსის ხანგრძლივობაა 5 თვე (20 შეხვედრა).

  • კურსი დაიწყება 3 თებერვალს და გაგრძელდება 23 ივნისის ჩათვლით (4-5 მაისი დასვენების დღეები).

  • კურსის საფასურია - 850 ლარი.

  • დედმამიშვილებზე და ჩვენი აკადემიის წევრებზე მოქმედებს 10% ფასდაკლება.

  • ჩვენი მომხმარებლებისთვის მოქმედებს 6-თვიანი უპროცენტო განვადება თიბისი ბანკში.

რეგისტრაცია პროგრამაზე "დაიჯერე! შენ შეგიძლია"

როდის გირჩევნათ შეხვედრები?
რა ფორმატში დაესწრებით შეხვედრებს?

ხშირად დასმული შეკითხვები

-ტერიტორიულად სად მდებარეობთ? ჩვენი მისამართია - საბურთალო, ჯურხა ნადირაძის 1 - უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და ქავთარაძის ქუჩის პარალელურად. დეტალური ადგილმდებარეობა შეგიძლიათ იხილოთ რუკაზე:

-როგორ გავხდე აკადემიის წევრი? მოზარდი, თუ მშობელი, რომელიც ერთხელ მაინც ჩაერთვება ჩვენს რომელიმე პროგრამასა, თუ კურსში, ავტომატურად ხდება ჩვენი აკადემიის წევრი და სარგბელობს მომდევნო კურსებზე 10%-იანი ფასდაკლებით.

-არის თუ არა საცდელი შეხვედრები? დიახ, გვაქვს საცდელი შეხვედრებიც. საცდელ შეხვედრაზე ჩასაწერად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია.

-გაქვთ თუ არა კურსები ონლაინ ფორმატში დიახ, გვაქვს. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

-არის თუ არა ჯგუფები ასაკების მიხედვით დაყოფილი? დიახ. ასაკობრივი ჯგუფები დაყოფილია შემდეგნაირად - 6-9 წელი, 10-12 წელი, 13 წლის ზემოთ.

-ბატონი შალვა და პაატა ამონაშვილები არ ატარებენ შეხვედრებს? შეხვედრებს მოზარდებთან ატარებენ ჩვენი ფსიქოლოგები, რომლებიც გადამზადებულები არიან ჰუმანურ პედაგოგიკაში ბატონი შალვა და პაატას მიერ. პროგრამებიც შედგენილია ბატონ შალვა და პაატა ამონაშვილებთან ერთად. თვითონ ბატონი შალვა და პაატა ამონაშვილები მოზარდებთან შეხვედრებს არ ატარებენ.

-გაქვთ თუ არა პირადი კონსულტაციები? პირადი კონსულტაციების მომსახურება ჩვენს აკადემიაში არ გვაქვს.

bottom of page