top of page

საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია

2tviani-insta.jpg

თუ გსმენიათ თქვენი შვილისგან ისეთი ფრაზები როგორიცაა: “მე ეს არ შემიძლია!”, “ამას ვერ გავაკეთებ!”, “არ გამომივა”, “ის ჩემზე უკეთესია” და სხვა. არადა უყურებთ და იცით, რომ ნამდვილად შეუძლია და გამოუვა. თუმცა იმის გამო, რომ საკუთარი თავის არ სჯერა, შეიძლება მან არც კი სცადოს რაიმეს გაკეთება.

 

ალბათ, გქონიათ შემთხვევა, როდესაც თქვენი შვილი თქვენთვის ძალიან გაუგებრად იქცევა - მაგალითად ყვირის, ისვრის საგნებს, იკეტება ოთახში, თითქოს უმიზეზოდ ტირის და სხვა. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ბავშვებს, ისევე როგორც ჩვენ, მრავალი სხვადასხვა ემოცია 

პროგრამა ეფუძნება ჰუმანური პედაგოგიკის საფუძვლებს და შემუშავებულია შალვა და პაატა ამონაშვილებთან ერთად.

ეუფლებათ, მაგრამ მათ ჯერ არ იციან საკუთარი ემოციების ამოცნობა და მათი სწორი გზით გამოხატვა - ისე, რომ არც საკუთარი თავი დააზიანონ და არც გარშემომყოფები.

სწორედ იმისათვის, რომ დავეხმაროთ ჩვენს შვილებს ამ სირთულეების გადალახვაში, ამონაშვილის აკადემია გთავაზობთ 2 თვიან, სიღრმისეულ პროგრამას “საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია”.

 

6-12 წლის მოზარდებთან ერთად შევიკრიბებით კვირაში ერთხელ 2 საათით და მათთან ერთად განვიხილავთ ისეთ საკითხებს როგორიცაა: ვინ ვარ მე, რა არის ჩემი შინაგანი ძალა, რა ძალა აქვს სიტყვას და ჩვენს განწყობას, რას ნიშნავს მადლიერება და როგორ ვაპატიოთ სხვებს, ემოციები ჩემს სამყაროში, მიზნების დასახვა და მათი მიღწევის გზები, მიმღებლობა და ა.შ.

 

გელით ჩვენთან! ერთად გავხდეთ უფრო თავდაჯერებულები და ჰარმონიულები!

 

შეხვედრები ჩატარდება შაბათ ან კვირა დღეს, თითოეული შეხვედრის ხანგრლივობა - 2 საათი

კურსის ხანგრძლივობაა - 2 თვე, 8 შეხვედრა

კურსის საფასურია - 420 ლარი

დედმამიშვილებზე და ჩვენი აკადემიის წევრებზე მოქმედებს 10% ფასდაკლება

ჩვენი მომხმარებლებისთვის მოქმედებს 6 თვიანი უპროცენტო განვადება თიბისი ბანკში.

 

კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით - 598 94 21 22

რეგისტრაცია პროგრამაზე 
"საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია"
bottom of page