top of page
best.png

რატომ სჭირდება თქვენს შვილს ეს პროგრამა?

თუ გსმენიათ თქვენი შვილისგან ისეთი ფრაზები როგორიცაა: “მე ეს არ შემიძლია!”, “ამას ვერ გავაკეთებ!”, “არ გამომივა”, “ის ჩემზე უკეთესია” და სხვა. არადა უყურებთ და იცით, რომ ნამდვილად შეუძლია და გამოუვა. თუმცა იმის გამო, რომ საკუთარი თავის არ სჯერა, შეიძლება მან არც კი სცადოს რაიმეს გაკეთება.

ალბათ, გქონიათ ისეთი შემთხვევაც, როდესაც თქვენი შვილი თქვენთვის ძალიან გაუგებრად იქცევა - მაგალითად ყვირის, ისვრის საგნებს, იკეტება ოთახში, თითქოს უმიზეზოდ ტირის და სხვა. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ბავშვებს, ისევე როგორც ჩვენ, მრავალი სხვადასხვა ემოცია ეუფლებათ, მაგრამ მათ ჯერ არ იციან საკუთარი ემოციების ამოცნობა და მათი სწორი გზით გამოხატვა - ისე, რომ არც საკუთარი თავი დააზიანონ და არც გარშემომყოფები.

როგორ დაეხმარება პროგრამა თქვენს შვილს?

უკვე რამდენიმე წელია ჩვენს აკადემიაში გვაქვს პროგრამა “საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია”, რომლის მიზანიცაა ჩვენს მოზარდებს დავეხმაროთ გახდნენ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიები, დაირეგულირონ თვითშეფასება და ისწავლონ ემოციების სწორად გამოხატვა. ამ კურსის მეშვეობით, უკვე მრავალმა მოზარდმა გაიუმჯობესა ცხოვრების ხარისხი.

კურსი განკუთვნილია 6-12 წლის მოზარდებისათვის.

კურსის განმავლობაში, ფსიქოლოგებთან ერთად, მოზარდები შეეხებიან შემდეგ თემებს:


  • ვინ ვარ მე;

  • შინაგანი ძალა, სიტყვის ძალა და განწყობა, მომავალი და მოლოდინები;

  • სოციალური ურთიერთობები - ოჯახი, მეგობრები;

  • ურთიერთობა საკუთარ თავთან;

  • მადლიერება და პატიება;

  • ემოციების ამოცნობა და სახელდება, სწორი გზით გამოხატვა;

  • უარყოფითი ფიქრებისგან განთავისუფლება;

  • საკუთარი თავის სრულყოფა და შემოქმედებითი აზროვნება;

  • შეცდომები და მათი მნიშვნელობა;

  • სირთულეები და მათი გადალახვის გზები - როგორ ვპასუხობთ აგრესიას;

  • ცხოვრებისეული მიზნები;

  • საკუთარ თავთან ჰარმონიის აღმოჩენა.

კურსის შედეგად მოზარდები აღმოაჩენენ კონფლიქტების მოგვარების ახალ გზებს და ტექნიკებს, თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა სიტუაციაში საკუთარი ემოციების ისე გამოხატვა, რომ არც სხვა დააზიანონ და არც გარშემომყოფები. ასევე, ისინი დაიჯერებენ საკუთარ შესაძლებლობებს, გახდებიან უფრო თავდაჯერებულები, რაც დაეხმარებათ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში - სკოლაში საკუთარი თავის წარმოჩენაში, მეგობრული ურთიერთობების დამყარებაში, ოჯახის წევრებთან ურთიერთობების დალაგებაში და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარ თავთან ბედნიერ თანაცხოვრებაში.

მშობლებთან ინდივიდუალური კომუნიკაცია კურსის წამყვან ფსიქოლოგებს ექნებათ თვეში ერთხელ.

კურსის შედეგად გაიცემა სერტიფიკატი.

ვინ ატარებს კურსს?

პროგრამა ეფუძნება ჰუმანური პედაგოგიკის საფუძვლებს და შემუშავებულია შალვა და პაატა ამონაშვილებთან ერთად.

რას ამბობენ ჩვენი მშობლები და მოზარდები ჩვენზე

ძალიან მიყვარს ამონაშვილები. ჩემთვის იდეალური აღზრდის სისტემაა ჰუმანური პედაგოგიკა. რომ შემეძლოს ხუთივე შვილს სიხარულით მოვიყვანდი ამ აკადემიაში. კატო იმიტომ მოვიყვანე, რომ თავდაჯერებულობა აკლდა. 2.1თვე იარა. კურსი დაეხმარა საკუთარი თავის პოვნაში. აღმოაჩინა, რომ სულაც არ არის ისეთი ცუდი, როგორიც ეგონა, რომ შეუძლია თამამად გამოთქვას საკუთარი აზრი. თითქოს უფრო გაიზარდა. განვითარების და შემეცნების ახალ ეტაპზე გადავიდა. თანაც ბევრად თავდაჯერებული გახდა. 
ნინო
ამონაშვილის აკადემია საუკეთესოა. უახლოესი მეგობრების რჩევა გავითვალისწინეთ და კმაყოფილებიც დავრჩით. ჩემი შვილი უფრო თავმომწონე გახდა, თვითშეფასება აეწია, თუმცა ვფიქრობ კიდევ არის სამუშაო. უკვე ვურჩიე მეგობარს თქვენთან მოსვლა დავამატებდი, რომ საოცარი  მასწავკებელი შეგვხვდა. მცირე პერიოდში ძალიან შეგვაყვარა თავი, თავის საქმის პროფესიონალი და უთბილესი ადამიანი. 
თეო
მე ველოდი, რომ ამონაშვილის აკადემია დამეხმარებოდა ჩემი თავის გაცნობაში, პრობლემების მოგვარებასა და იმ საკითხებში გარკვევაში, რაც ჩემს ასაკში ძირითადია. ჩემთვის აკადემია აღმოჩნდა ზუსტად ისეთი როგორსაც ველოდი, მაგრამ არ მეგონა თუ ასეთ მეგობრულ ხალხს გავიცნობდი. ამონაშვილის აკადემიაში სიარულმა უფრო მეტი თავდაჯერებულობა მომცა, განვივითარე პრობლემების სხვებთან გაზიარების და დახმარების თხოვნის უნარი. 
გოგა

ფასი და დეტალები

  • შეხვედრები ჩატარდება კვირაში ერთხელ.

  • თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობაა 1.5 საათი.

  • კურსის ხანგრძლივობაა 2 თვე (8 შეხვედრა).

  • კურსის პერიოდი: 11 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით;

  • კურსის საფასურია - 420 ლარი.

 

დედმამიშვილებზე და ჩვენი აკადემიის წევრებზე მოქმედებს 10% ფასდაკლება. 

რეგისტრაცია პროგრამაზე

როდის გირჩევნიათ შეხვედრები?

Write your title here. Click to edit.

This is a paragraph where you can add any information you want to share with website visitors. Click here to edit the text, change the font and make it your own.

ხშირად დასმული შეკითხვები

-ტერიტორიულად სად მდებარეობთ? ჩვენი მისამართია - საბურთალო, ჯურხა ნადირაძის 1 - უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და ქავთარაძის ქუჩის პარალელურად. დეტალური ადგილმდებარეობა შეგიძლიათ იხილოთ რუკაზე:

-როგორ გავხდე აკადემიის წევრი? მოზარდი, თუ მშობელი, რომელიც ერთხელ მაინც ჩაერთვება ჩვენს რომელიმე პროგრამასა, თუ კურსში, ავტომატურად ხდება ჩვენი აკადემიის წევრი და სარგბელობს მომდევნო კურსებზე 10%-იანი ფასდაკლებით.

-არის თუ არა საცდელი შეხვედრები? დიახ, გვაქვს საცდელი შეხვედრებიც. საცდელ შეხვედრაზე ჩასაწერად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია.

-გაქვთ თუ არა კურსები ონლაინ ფორმატში დიახ, გვაქვს. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

-არის თუ არა ჯგუფები ასაკების მიხედვით დაყოფილი? დიახ. ასაკობრივი ჯგუფები დაყოფილია შემდეგნაირად - 6-9 წელი, 10-12 წელი, 13 წლის ზემოთ.

-ბატონი შალვა და პაატა ამონაშვილები არ ატარებენ შეხვედრებს? შეხვედრებს მოზარდებთან ატარებენ ჩვენი ფსიქოლოგები, რომლებიც გადამზადებულები არიან ჰუმანურ პედაგოგიკაში ბატონი შალვა და პაატას მიერ. პროგრამებიც შედგენილია ბატონ შალვა და პაატა ამონაშვილებთან ერთად. თვითონ ბატონი შალვა და პაატა ამონაშვილები მოზარდებთან შეხვედრებს არ ატარებენ.

-გაქვთ თუ არა პირადი კონსულტაციები? პირადი კონსულტაციების მომსახურება ჩვენს აკადემიაში არ გვაქვს.

bottom of page