
წლის ბოლოს, როცა ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება, დროა შენც შეჩერდე — ამოისუნთქო, შეხედო საკუთარ თავს შორიდან და დაიწყო ცვლილება.
სხვა ყველაფერი უკვე მოასწარი — ახლა დროა საკუთარ თავზე იზრუნო.
ეს 4 შეხვედრა არის მოგზაურობა შენს შინაგან სამყაროში – მადლიერება იმისა, რაც იყო, ძველის გაშვება და სივრცის შექმნა ახლისთვის.
შეხვედრები შედგება ჯგუფური თერაპიის, არტ-თერაპიისა და მეტაფორულ ბარათებთან მუშაობისგან. პროცესში მონაწილეები აღიდგენენ კონტაქტს საკუთარ თავთან, დაამყარებენ თბილ და სანდო ურთიერთობებს, ეცნობიან საკუთარ ემოციებს ფერებისა და სიმბოლოების ენით, უკავშირდებიან ქვეცნობიერს და პოულობენ იმ შინაგან ძალას, რომელიც ეხმარებათ ძველის გაშვებასა და ახალი დასაწყისის პოვნაში.
4 შეხვედრა – ერთი გზა საკუთარ თავთან დასაბრუნებლად.
ახალი წლის ღამეს გარეთ შეიძლება ფეიერვერკებია, მაგრამ ნამდვილი ზეიმი მაშინ იწყება, როცა შენში ჩნდება სივრცე, სადაც შეგიძლია იგრძნო, მიიღო და იყო სწორედ ის ვინც ხარ.
ვინ ატარებს კურსს?
პროგრამა ეფუძნება ჰუმანური პედაგოგიკის პრინციპებს და შემუშავებულია
შალვა და პაატა ამონაშვილებთან ერთად.


