top of page



წლის ბოლოს, როცა ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება, დროა შენც შეჩერდე — ამოისუნთქო, შეხედო საკუთარ თავს შორიდან და დაიწყო ცვლილება.

სხვა ყველაფერი უკვე მოასწარი — ახლა დროა საკუთარ თავზე იზრუნო.

ეს 4 შეხვედრა არის მოგზაურობა შენს შინაგან სამყაროში – მადლიერება იმისა, რაც იყო, ძველის გაშვება და სივრცის შექმნა ახლისთვის.

თბილ და მხარდამჭერ ჯგუფურ გარემოში შენ შეძლებ:

 

  • გაუშვა ის, რაც გაწყხებს და მიიღო მისგან გაკვეთილი;

  • აღივსო მადლიერებით;

  • მოამზადო სივრცე სიახლეებისთვის;

  • იპოვო შინაგანი სიმშვიდე და ბალანსი.

შეხვედრები შედგება ჯგუფური თერაპიის, არტ-თერაპიისა და მეტაფორულ ბარათებთან მუშაობისგან. პროცესში მონაწილეები აღიდგენენ კონტაქტს საკუთარ თავთან, დაამყარებენ თბილ და სანდო ურთიერთობებს, ეცნობიან საკუთარ ემოციებს ფერებისა და სიმბოლოების ენით, უკავშირდებიან ქვეცნობიერს და პოულობენ იმ შინაგან ძალას, რომელიც ეხმარებათ ძველის გაშვებასა და ახალი დასაწყისის პოვნაში.

4 შეხვედრა – ერთი გზა საკუთარ თავთან დასაბრუნებლად.

ახალი წლის ღამეს გარეთ შეიძლება ფეიერვერკებია, მაგრამ ნამდვილი ზეიმი მაშინ იწყება, როცა შენში ჩნდება სივრცე, სადაც შეგიძლია იგრძნო, მიიღო და იყო სწორედ ის ვინც ხარ.

როდის: 2 - 27 დეკემბერი
შეხვედრის დღეები: სამშაბათი 19:00 საათი, ან შაბათი 17:00 საათი
შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 სთ 30 წთ
საფასური: 210 ლარი
თითოეულ მონაწილეს საჩუქრად ინდივიდუალური კონსულტაცია​

ვინ ატარებს კურსს?

პროგრამა ეფუძნება ჰუმანური პედაგოგიკის პრინციპებს და შემუშავებულია

შალვა და პაატა ამონაშვილებთან ერთად.

პროგრამაზე რეგისტრაცია

რომელი დღე გსურთ?
  • Instagram
  • Facebook
  • YouTube
bottom of page