top of page

რატომ სჭირდება თქვენს შვილს ეს პროგრამა?

ბავშვისთვის პირველი გარდატეხის ასაკი 3 წელია. ამ ასაკიდან მას შესაძლოა შეამჩნიოთ, რომ უმიზეზოდ ტირის, ხშირად ბრაზდება, კონფლიქტში შედის მეგობრებთან, აქვს ტანტრუმი ან, პირიქით, საერთოდ არ გამოხატავს ემოციებს და არის ჩაკეტილი. ეს, რა თქმა უნდა, ბავშვის ბრალი არ არის, მან უბრალოდ არ იცის, თუ როგორ შეიძლება გაუმკლავდეს საკუთარ ემოციებს. ეს პროგრამა კი, სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ ბავშვებმა გააცნობიერონ ეს ემოციები და ისწავლონ მათი სწორი გზით გამოხატვა. ამ საკითხებთან მუშაობა დაეხმარება თქვენს შვილს, რომ სამომავლოდ, ბაღსა თუ სკოლაში, არ გაუჭირდეს თანატოლებთან ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბება.

როგორ დაეხმარება პროგრამა თქვენს შვილს?

ამ პროგრამის ფარგლებში ბავშვები მოხვდებიან ყველაზე ჰუმანურ და სიყვარულით სავსე გარემოში, სადაც მას მიიღებენ ისეთს, როგორიც არის და ეყვარებათ უპირობოდ; სადაც თავს იგრძნობენ უსაფრთხოდ და დაცულად. ჩვენი ფსიქოლოგი კი დაეხმარება თქვენს შვილს, რომ მარტივად გაუმკლავდეს კონფლიქტურ სიტუაციებს, უკეთ გაიგოს საკუთარი თუ სხვების ემოციები და გამონახოს საერთო ენა თანატოლებთან. მაგალითად, თუ ის არის გაბრაზებული, კი არ იჩხუბოს, არამედ აგვიხსნას რა ეწყინა, რათა შევძლოთ პრობლემის მოგვარება; თუ მეგობარმა აწყენინა, კი არ ჩაარტყას, არამედ, გაესაუბროს ამ თემაზე და ა.შ.

კურსი განკუთვნილია 3-6 წლის ბავშვებისთვის.

რა თემებზე იმუშავებენ ბავშვები ფსიქოლოგებთან ერთად?

კურსის ფარგლებში ბავშვები ფსიქოლოგთან ერთად იმუშავებენ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა სხვისი ემოციების გაგება და საკუთარის გაცნობიერება, ემპათია, მეგობრობა, ზრუნვა, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება და სხვა.

მშობლებთან ინდივიდუალური კომუნიკაცია კურსის წამყვან ფსიქოლოგებს ექნებათ თვეში ერთხელ.

რას მიიღებს თქვენი შვილი კურსის გავლის შედეგად?

 კურსის გავლის შემდეგ  ბავშვები შეძლებენ შექმნან გულწრფელი, მეგობრული ურთიერთობები თანატოლებთან, მშობლებთან და დედმამიშვილებთან.  ისინი ისწავლიან ერთმანეთის გრძნობების პატივისცემას, ყურადღებით მოსმენას და გათვალისწინებას. მათ ექნებათ მეტი თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის რწმენა. ეს უნარები კი დაეხმარება მათ, არა მხოლოდ ბაღსა თუ სკოლაში, არამედ ცხოვრების ყველა ეტაპზე.

 ზემოაღნიშნული მიზნები მიღწეული იქნება ისეთი აქტივობებით, როგორიცაა სხვადასხვა შემოქმედებითი თამაშები, ზღაპრების კითხვა, თოჯინების თეატრი, სხვადასხვა პერსონაჟის როლში შესვლა და ამაზე საუბარი. იქნება ხატვითი და ძერწვითი აქტიბობები. თამაშები წყვილში, გუნდურად და ინდივიდუალურად.

ვინ ატარებს კურსს?

ფასი და დეტალები

- შეხვედრები ჩატარდება კვირაში ერთხელ
- შეხვედრის ხანგრძლივობა - 1 საათი
- კურსის ხანგრძლივობა - 2 თვე (8 შეხვედრა) - 1 ნოემბერი - 21 დეკემბერი
- კურსის ფასი განსაზღვრულია იმის მიხედვით, თუ რა პერიოდში გაივლით რეგისტრაციას და შეიძენთ პროგრამას. სრული, ორთვიანი კურსის საფასურია: 17 ოქტომბრამდე შეძენის შემთხვევაში - 490 ლარი, 18-25 ოქტომბერს - 510 ლარი, 26 ოქტომბრიდან - 570 ლარი
- დედმამიშვილებზე მოქმედებს 10% ფასდაკლება
 

კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
558 30 80 33

სარეგისტრაციო ფორმა

ხშირად დასმული შეკითხვები:

ტერიტორიულად სად მდებარეობთ? ჩვენი მისამართია - საბურთალო, ჯურხა ნადირაძის 1 - უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და ქავთარაძის ქუჩის პარალელურად. დეტალური ადგილმდებარეობა შეგიძლიათ იხილოთ რუკაზე:

არის თუ არა საცდელი შეხვედრები? დიახ, გვაქვს საცდელი შეხვედრებიც. საცდელ შეხვედრაზე ჩასაწერად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია.

არის თუ არა ჯგუფები ასაკების მიხედვით დაყოფილი? დიახ. ასაკობრივი ჯგუფები დაყოფილია შემდეგნაირად - 6-9 წელი, 10-12 წელი, 13 წლის ზემოთ.

ბატონი შალვა და პაატა ამონაშვილები არ ატარებენ შეხვედრებს? შეხვედრებს მოზარდებთან ატარებენ ჩვენი ფსიქოლოგები, რომლებიც გადამზადებულები არიან ჰუმანურ პედაგოგიკაში ბატონი შალვა და პაატას მიერ. პროგრამებიც შედგენილია ბატონ შალვა და პაატა ამონაშვილებთან ერთად. თვითონ ბატონი შალვა და პაატა ამონაშვილები მოზარდებთან შეხვედრებს არ ატარებენ.

გაქვთ თუ არა პირადი კონსულტაციები? პირადი კონსულტაციების მომსახურება ჩვენს აკადემიაში გვაქვს.

  • Instagram
  • Facebook
  • YouTube
bottom of page