top of page
Shida-mishvelet.jpeg

ერთად ვიპოვოთ შინაგანი სიმშვიდე, ვისწავლოთ მოდუნება და დასვენება, და ვიყოთ ჰარმონიაში საკუთარ თავთან.

ალბათ, ხშირად გქონიათ მომენტი, როდესაც ძალიან გჭირდებათ დასვენება, საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, უბრალოდ “არაფრის კეთება”, თუმცა, დღევანდელი ცხოვრება ისეთი აჩქარებულია, რომ ძალიან გვიჭირს საკუთარი თავისთვის დროის გამონახვა და განტვირთვა.

ამონაშვილის აკადემია გთავაზობთ სრულიად ახალ პროგრამას უფროსებისათვის - “მიშველეთ, რომ დავისვენო…”, რომლიც ფარგლებშიც კვირაში ერთხელ, საღამოს შევიკრიბებით მშვიდ და ჰარმონიულ გარემოში და ჭიქა ღვინოსთან ერთად, ვეცდებით მაქსიმალურად გავთავისუფლდეთ უარყოფითი ემოციებისაგან, დავიტვირთოთ დადებითი განწყობებით და დავისვენოთ.

ვისთვის არის კურსი?

კურსი გათვლილია უფროსებისათვის.

კურსის ფარგლებში შევეხებით შემდეგ საკითხებს:

  • ემოციებთან გამკლავება;

  • მიზნების დასახვა და მისკენ სვლა;

  • ჩვენი ფიქრების მნიშვნელობა;

  • საკუთარი თავის რწმენა და სრულყოფა;

  • უარყოფითი ფიქრებისგან განთავსიფულება;

  • შინაგანი სამყაროს გაცნობა;

  • განტვირთვის გზები;

  • საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნა;

  • მადლიერება;

  • პატიება;

  • პრობლემები და მათი გადალახვის გზები.

ზემოაღნიშნულ თემებზე, ჩვენს ფსიქოლოგთან ერთად ვიმუშავებთ შემდეგი ტექნიკების გამოყენებით:
  • მხიარული სავარჯიშოები/თამაშები;

  • არტ თერაპია;

  • მეტაფორული ბარათები;

  • ფილმების ჩვენება-განხილვა;

  • ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობა;

  • თემატური საუბრები;

  • დისკუსიები.

რას მიიღებ კურსის შედეგად?

კურსის განმავლობაში, შევეცდებით ერთად ვიპოვოთ შინაგანი სიმშვიდე, ვისწავლოთ მოდუნება და დასვენება, გავხდეთ უფრო უკეთესები - მშვიდები და ბედნიერები, გამოვყოთ დრო საკუთარი თავისათვის და ეს დრო გამოვიყენოთ ნაყოფიერად.

ვინ ატარებს კურსს?

პროგრამა ეფუძნება ჰუმანური პედაგოგიკის პრინციპებს და შემუშავებულია

შალვა და პაატა ამონაშვილებთან ერთად.

ფასი და დეტალები

  • შეხვედრები ჩატარდება კვირაში ერთხელ - სამშაბათი, 19:30.

  • თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობაა - 2 საათი.

  • კურსი დაიწყება - 7 მაისს და გაგრძელდება 25 ივნისის ჩათვლით.

  • მიიღება მხოლოდ 1 ჯგუფი

  • ჯგუფში ადამიანების მაქსიმალური რაოდენობა: 15

  • კურსის საფასურია - 420 ლარი.

პროგრამაზე რეგისტრაცია

bottom of page