
ახალი წელი მხოლოდ კალენდრის ფურცლის გადაფურცვლა ხომ არ არის
ეს ის დროა, როცა გული იწყებს ფერებად ნათებას და ბავშვები სწავლობენ, რომ ყველაზე დიდი სასწაული მათ შიგნით ცხოვრობს.
პროგრამა „სურვილების დრო“ — ეს არის 4 შეხვედრის განმავლობაში გადატანილი ჯადოსნური მოგზაურობა, სადაც თითოეული მონაწილე:
-
შეაჯამებს გასულ წელს და დაინახავს რამდენი საოცრება შეძლო;
-
ისწავლის მადლიერებას — გულით დანახვას, სიხარულის გაზიარებას;
-
დაგეგმას მომდევნო წელს, შექმნის თავის სურვილების რუკას და მიზნების პირველ კადრებს;
-
გაიცნობს ახალ მეგობრებს და იპოვის საკუთარ „სინათლეს“
კურსი განკუთვნილია 6-12 წლის მოზარდებისათვის
თითო შეხვედრა არის სითბოთი, მუსიკითა და შემოქმედებითით სავსე დრო, სადაც გაზიარება და თამაში ერთ მთლიან საოცრებად იქცევა.
საფინალო შეხვედრა — საახალწლო კარნავალი!
კურსის გავლის შემდეგ, თითოეული მონაწილე თან წაიღებს ნამდვილი დღესასწაულის შეგრძნებას — სიხარულს, გულმოდგინებას და რწმენას, რომ ყველაფერი შესაძლებელია.
პროგრამა ეფუძნება ჰუმანურ პედაგოგიკას — სითბოს, თანაგრძნობას, სიყვარულს და საკუთარი უნიკალურობის აღმოჩენას.
ვინ ატარებს კურსს?
პროგრამა ეფუძნება ჰუმანური პედაგოგიკის საფუძვლებს და შემუშავებულია შალვა და პაატა ამონაშვილებთან ერთად.
კურსს წაიყვანენ ფსიქოლოგები:

ანი ლიპარტელიანი
ფსიქოლოგი
აქვს ბავშვებთან მუშაობის 10-წლიანი პედაგოგიური გამოცდილება. არის ამონაშვილის აკადემიის ერთ-ერთი წამყვანი ფსიქოლოგი და ჩვენთან ერთად მუშაობს მე-2 წელია.
“ბავშვებთან და მოზარდებთან ურთიერთობა მაბედნიერებს. მინდა მათ ცხოვრების მნიშვნელოვან გზაზე მხარი დავუჭირო, სიყვარული და მათი პიროვნული მნიშვნელობა ვაგრძნობინო”.

სალომე მამისეიშვილი
ფსიქოლოგი
,,ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნო, საინტერესო და საპასუხისმგებლოა ჩემთვის. დიდი ბედნიერებაა, როდესაც თუნდაც მცირედი წვლილი შემაქვს მათ განვითარებასა და სულიერ კეთილდღეობაში. ჩემი მთავარი მიზანია, ბავშვებს შევუქმნა უპირობო სიყვარულით აღსავსე ისეთი გარემო, სადაც ის ინი თავს მნიშვნელოვნად, ლაღად და თავისუფლად იგრძნობენ.”
.png)
მარიამ ფაცურია
ფსიქოლოგი
აქვს ბავშვებთან მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება. არის ამონაშვილის აკადემიის ფსიქოლოგი.
“კარგად მახსოვს ჩემი ბავშვობა. მახსოვს როგორ მსურდა ვყოფილიყავი დიდი და მომქცეოდნენ ისე, როგორც ზრდასრულს. ვთვლი, რომ ერთადერთი გზა გაუგო ბავშვებს და გაიყოლო ისინი აღზრდის პროცესში, არის მათი გულში ჩახედვით და შენივე ბავშვობის კარის გახსნით. მე მჯერა, რომ პიროვნება არის პიროვნება, მიუხედავად მისი ასაკისა”
ფასი და დეტალები
-
როდის: 6 – 28 დეკემბერი
-
შეხვედრის ხანგრძლივობა: 1 სთ 30 წთ
-
სად: ამონაშვილის აკადემია
-
ფასი: 210 ლარი
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით:
577 68 99 58
სარეგისტრაციო ფორმა
ხშირად დასმული შეკითხვები:
ტერიტორიულად სად მდებარეობთ? ჩვენი მისამართია - საბურთალო, ჯურხა ნადირაძის 1 - უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და ქავთარაძის ქუჩის პარალელურად. დეტალური ადგილმდებარეობა შეგიძლიათ იხილოთ რუკაზე:
გაქვთ თუ არა კურსები ონლაინ ფორმატში? დიახ, გვაქვს. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.
არის თუ არა ჯგუფები ასაკების მიხედვით დაყოფილი? დიახ. ასაკობრივი ჯგუფები დაყოფილია შემდეგნაირად - 6-9 წელი, 10-12 წელი, 13 წლის ზემოთ.
ბატონი შალვა და პაატა ამონაშვილები არ ატარებენ შეხვედრებს? შეხვედრებს მოზარდებთან ატარებენ ჩვენი ფსიქოლოგები, რომლებიც გადამზადებულები არიან ჰუმანურ პედაგოგიკაში ბატონი შალვა და პაატას მიერ. პროგრამებიც შედგენილია ბატონ შალვა და პაატა ამონაშვილებთან ერთად. თვითონ ბატონი შალვა და პაატა ამონაშვილები მოზარდებთან შეხვედრებს არ ატარებენ.

