
რატომ სჭირდება თქვენს შვილს ეს პროგრამა?
ბავშვები და მოზარდები ხშირად საათობით ატარებენ დროს ეკრანებთან, რის შედეგადაც ჩნდება:
-
დაღლილობა და ყურადღების გაფანტულობა,
-
გაღიზიანება ან მოწყენილობა,
-
დროის არასწორი განაწილება,
-
პირადი ინფორმაციის დაუცველად გაზიარება.
ხშირად ისინი ვერ აცნობიერებენ, ვინ აკონტროლებს მათ ურთიერთობას ტექნოლოგიებთან – თავად თუ ალგორითმები. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, დროულად შეიძინონ ცოდნა და უნარები, რომლებიც დაეხმარებათ ციფრულ სამყაროში ჯანსაღი და პასუხისმგებლიანი ნაბიჯებით გადაადგილებაში.
როგორ დაეხმარება პროგრამა თქვენს შვილს?
-
კურსის განმავლობაში მოზარდები ფსიქოლოგებთან ერთად შეეხებიან შემდეგ საკითხებს:
-
გაცნობიერება და თვითდაკვირვება – ვინ მართავს ტექნოლოგიებთან ურთიერთობას - ჩვენ, თუ გაჯეტები? როგორ გამოვიყენოთ ისინი ეფექტურად.
-
დროის მართვა და დღის სტრუქტურირება – პასუხისმგებლობა, სწორი ბალანსი, სპორტისა და დასვენების ინტეგრირება.
-
ემოციების სწორად გამოხატვა – ონლაინ და ოფლაინ სივრცეებში.
-
კრეატიული ალტერნატივები – თამაშები, მეგობრობა, ჰობების განვითარება.
-
კიბერ უსაფრთხოება – როგორ დავიცვათ პირადი მონაცემები და ვის ვესაუბროთ ონლაინ სივრცეში.
-
ალგორითმების გაცნობიერება – როგორ გვაჩვენებს სოციალური მედია მხოლოდ იმას, რაც გვინდა ვნახოთ, და რატომაა საჭირო კრიტიკული აზროვნება.
-
მშობლებთან ერთობლივი მუშაობა – რეკომენდაციები, საერთო აქტივობები და სპეციალური წერილები მოზარდების ენით.
კურსის შედეგები
კურსის დასრულების შემდეგ მოზარდები:
-
უკეთ დაგეგმავენ საკუთარ დღეს,
-
შეძლებენ მოწყენილობასა და რთულ ემოციებთან გამკლავებას გაჯეტების გარეშე,
-
ისწავლიან ინფორმაციის სანდოობის გადამოწმების გზებს,
-
დაიცავენ საკუთარ პირად ინფორმაციას,
-
დაინახავენ ტექნოლოგიას არა როგორც საუკეთესო მეგობარს, არამედ როგორც შესაძლებლობას – სწორი გამოყენებით ის შეიძლება გახდეს ჰობი, განათლების საშუალება და მომავალში კარიერაც კი.
ვინ ატარებს კურსს?
პროგრამა ეფუძნება ჰუმანური პედაგოგიკის საფუძვლებს და შემუშავებულია შალვა და პაატა ამონაშვილებთან ერთად.

მარიამ კოშკაძე
განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრი
ამონაშვილის აკადემიის გუნდის წევრი 2022 წლიდან. ბავშვებთან ურთიერთობის 3 წლიანი გამოცდილებით.
"მჯერა, რომ თითოეული ბავშვი განსაკუთრებულია და იმსახურებს თავის წილ ბედნიერაბას. ამაზე ფიქრი კი მაძლევს ძალას, დავეხმარო თოთოეულ მათგანს საკუთარი თავისა და გზის პოვნაში”.

თეო კვარაცხელია
ფსიქოლოგი, პოზიტიური ფსიქოთერაპიის ფსიქოკონსულტანტი
“გაიზარდო და კვლავ ბავშვად დარჩე ეს დიდი გამოწვევაა ზრდასრულებისთვის. მე მჯერა, რომ უნდა მივბაძოთ ბავშვებს სიყვარულში, რადგან ყველაზე გულწრფელად მათ უყვართ; უნდა მივბაძოთ სიკეთეში, რადგან ისინი უანგაროები არიან და უნდა მივბაძოთ სამყაროს აღქმაში; რადგან მათ აქვთ ადამიანის უსაზღვროების რწმენა”.
ვინ ატარებს კურსს?
პროგრამა ეფუძნება ჰუმანური პედაგოგიკის საფუძვლებს და შემუშავებულია შალვა და პაატა ამონაშვილებთან ერთად.
კურსს წაიყვანენ:

ანა ლიპარტელიანი
ფსიქოლოგი
აქვს ბავშვებთან მუშაობის 10-წლიანი პედაგოგიური გამოცდილება. არის ამონაშვილის აკადემიის ერთ-ერთი წამყვანი ფსიქოლოგი და ჩვენთან ერთად მუშაობს მე-2 წელია.
“ბავშვებთან და მოზარდებთან ურთიერთობა მაბედნიერებს. მინდა მათ ცხოვრების მნიშვნელოვან გზაზე მხარი დავუჭირო, სიყვარული და მათი პიროვნული მნიშვნელობა ვაგრძნობინო”.

სალომე მამისეიშვილი
ფსიქოლოგი
,,ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნო, საინტერესო და საპასუხისმგებლოა ჩემთვის. დიდი ბედნიერებაა, როდესაც თუნდაც მცირედი წვლილი შემაქვს მათ განვითარებასა და სულიერ კეთილდღეობაში. ჩემი მთავარი მიზანია, ბავშვებს შევუქმნა უპირობო სიყვარულით აღსავსე ისეთი გარემო, სადაც ისინი თავს მნიშვნელოვნად, ლაღად და თავისუფლად იგრძნობენ.”
.png)
მარიამ ფაცურია
ფსიქოლოგი
აქვს ბავშვებთან მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება. არის ამონაშვილის აკადემიის ფსიქოლოგი.
“კარგად მახსოვს ჩემი ბავშვობა. მახსოვს როგორ მსურდა ვყოფილიყავი დიდი და მომქცეოდნენ ისე, როგორც ზრდასრულს. ვთვლი, რომ ერთადერთი გზა გაუგო ბავშვებს და გაიყოლო ისინი აღზრდის პროცესში, არის მათი გულში ჩახედვით და შენივე ბავშვობის კარის გახსნით. მე მჯერა, რომ პიროვნება არის პიროვნება, მიუხედავად მისი ასაკისა”
რას ამბობენ ჩვენი მშობლები და მოზარდები ჩვენზე
ძალიან მიყვარს ამონაშვილები. ჩემთვის იდეალური აღზრდის სისტემაა ჰუმანური პედაგოგიკა. რომ შემეძლოს ხუთივე შვილს სიხარულით მოვიყვანდი ამ აკადემიაში. კატო იმიტომ მოვიყვანე, რომ თავდაჯერებულობა აკლდა. 2.1თვე იარა. კურსი დაეხმარა საკუთარი თავის პოვნაში. აღმოაჩინა, რომ სულაც არ არის ისეთი ცუდი, როგორიც ეგონა, რომ შეუძლია თამამად გამოთქვას საკუთარი აზრი. თითქოს უფრო გაიზარდა. განვითარების და შემეცნების ახალ ეტაპზე გადავიდა. თანაც ბევრად თავდაჯერებული გახდა.
ნინო
ამონაშვილის აკადემია საუკეთესოა. უახლოესი მეგობრების რჩევა გავითვალისწინეთ და კმაყოფილებიც დავრჩით. ჩემი შვილი უფრო თავმომწონე გახდა, თვითშეფასება აეწია, თუმცა ვფიქრობ კიდევ არის სამუშაო. უკვე ვურჩიე მეგობარს თქვენთან მოსვლა დავამატებდი, რომ საოცარი მასწავკებელი შეგვხვდა. მცირე პერიოდში ძალიან შეგვაყვარა თავი, თავის საქმის პროფესიონალი და უთბილესი ადამიანი.
თეო
მე ველოდი, რომ ამონაშვილის აკადემია დამეხმარებოდა ჩემი თავის გაცნობაში, პრობლემების მოგვარებასა და იმ საკითხებში გარკვევაში, რაც ჩემს ასაკში ძირითადია. ჩემთვის აკადემია აღმოჩნდა ზუსტად ისეთი როგორსაც ველოდი, მაგრამ არ მეგონა თუ ასეთ მეგობრულ ხალხს გავიცნობდი. ამონაშვილის აკადემიაში სიარულმა უფრო მეტი თავდაჯერებულობა მომცა, განვივითარე პრობლემების სხვებთან გაზიარების და დახმარების თხოვნის უნარი.
გოგა
ფასი და დეტალები
-
ასაკი: 9-17 წელი
-
ხანგრძლივობა: 1 სთ 30 წთ
-
შეხვედრები: კვირაში ერთხელ
-
კურსის ვადა: 3 თვე (12 შეხვედრა) - ოქტომბერი 2025 - იანვარი 2026
-
კურსის საფასური: 590 ლარი - 17 ოქტომბრამდე; 630 ლარი - 18-25 ოქტომბერი; 690 ლარი - 26 ოქტომბრიდან
-
დედმამიშვილებზე მოქმედებს 10% ფასდაკლება
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.
კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით:
577 68 99 58
სარეგისტრაციო ფორმა
ხშირად დასმული შეკითხვები
-ტერიტორიულად სად მდებარეობთ? ჩვენი მისამართია - საბურთალო, ჯურხა ნადირაძის 1 - უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და ქავთარაძის ქუჩის პარალელურად. დეტალური ადგილმდებარეობა შეგიძლიათ იხილოთ რუკაზე:
-გაქვთ თუ არა კურსები ონლაინ ფორმატში დიახ, გვაქვს. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.
-არის თუ არა ჯგუფები ასაკების მიხედვით დაყოფილი? დიახ. ასაკობრივი ჯგუფები დაყოფილია შემდეგნაირად - 6-9 წელი, 10-12 წელი, 13 წლის ზემოთ.
-ბატონი შალვა და პაატა ამონაშვილები არ ატარებენ შეხვედრებს? შეხვედრებს მოზარდებთან ატარებენ ჩვენი ფსიქოლოგები, რომლებიც გადამზადებულები არიან ჰუმანურ პედაგოგიკაში ბატონი შალვა და პაატას მიერ. პროგრამებიც შედგენილია ბატონ შალვა და პაატა ამონაშვილებთან ერთად. თვითონ ბატონი შალვა და პაატა ამონაშვილები მოზარდებთან შეხვედრებს არ ატარებენ.
-გაქვთ თუ არა პირადი კონსულტაციები? პირადი კონსულტაციების მომსახურება გვაქვს

