top of page

რატომ სჭირდება თქვენს შვილს ეს პროგრამა?

- თუ თქვენი შვილი ქართველია, მაგრამ მსოფლიოს სხვა კუთხეში
იზრდება;

- თუ ის ვერ პოულობს ქართულენოვან მეგობრებს და ენატრება
კავშირი საქართველოსთან;
- თუ გსურთ, რომ მან შეინარჩუნოს თავისი იდენტობა და ქართული
ენა…
 
მაშინ ეს პროგრამა მისთვისაა.

როგორ დაეხმარება პროგრამა თქვენს შვილს?

დაეხმარება გაიჩინოს მეგობრები საქართველოდან და მთელი
მსოფლიოდან გაიცნობს სხვა ქართველ ბავშვებს, რომლებიც მის მსგავსად
საზღვარგარეთ ცხოვრობენ და დაამყარებს მათთან ახლო, ემოციურ
კავშირს. ასევე გაიჩენს ახალ მეგობრებს საქართველოში. იგრძნობს, რომ

ის მარტო არაა
 

კურსი მას დაეხმარება გაუმკლავდეს იმ ემოციებს, რაც ხშირად
უჩნდებათ ქართულ ბავშვებს უცხო გარემოში: როცა ენას ივიწყებენ,
საკუთარ თავში იკარგებიან და ფიქრობენ, რომ სხვები მათ ვერ გაუგებენ.
 
გაიუმჯობესებს და განივითარებს ქართულ ენას.
ეს არ არის ქართული ენის გაკვეთილი — ესაა სივრცე, სადაც ბავშვი
ბუნებრივად იწყებს ქართულად ფიქრს, საუბარს და წერას,
თანატოლებთან და ჩვენს ფსიქოლოგებთან კომუნიკაციით.
 
განივითარებს ქართულ იდენტობას.
თქვენი შვილი უკეთ გააცნობიერებს, რას ნიშნავს იყო ქართველი —
არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ურთიერთობით, ემოციითა და
გამოცდილებით.

კურსი განკუთვნილია 6-17 წლის მოზარდებისათვის

კურსის განმავლობაში, ფსიქოლოგთან ერთად, მოზარდები შეეხებიან
შემდეგ თემებს:
 
- ვინ ვარ მე;
- როგორ მხედავენ გარეშემომყოფები;
- სოციალური ურთიერთობები - ოჯახი, მეგობრები;
- ჩემი ადგილი ქართულ სამყაროში - „მე ქართველი ვარ, მაგრამ
სხვაგან ვცხოვრობ“
- ქართული ენა და თვითგამოხატვა - როგორ ვთქვა სათქმელი
ქართულად, როცა სიტყვა მავიწყდება
- რა მეხმარება, როცა მგონია რომ მარტო ვარ;
- ოცნების რუკა — ჩემი მომავალი
- ილუსტრირებული ქართული სიტყვა — შენი დღე ერთ სიტყვაში
- საქართველო და ჩემთვის განსაკუთრებული ადგილები;
- ვუყვები მეგობარს - წერილების გაცვლა თანატოლებთან;
- პატარა წერილები ჩემს ქვეყანას.

კურსის გავლის შედეგად მოზარდები გაიჩენენ ქართველ მეგობრებს
როგორც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, ისე საქართველოში -
ჩვენი აკადემიის წევრების სახით, გაიღრმავებენ კავშირს ქართულ
ენასა და საქართველოსთან, დაინახავენ ქართულ კულტურას სულ
სხვა თვალით და ისწავლიან, როგორ იცხოვრონ ბედნიერად და
კომფორტულად როგორც უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა.
 
მშობლებთან ინდივიდუალური კომუნიკაცია კურსის წამყვან
ფსიქოლოგებს ექნებათ თვეში ერთხელ.
 
პროგრამა ეფუძნება ჰუმანური პედაგოგიკის საფუძვლებს და
შემუშავებულია შალვა და პაატა ამონაშვილებთან ერთად.

ვინ ატარებს კურსს?

პროგრამა ეფუძნება ჰუმანური პედაგოგიკის საფუძვლებს და შემუშავებულია შალვა და პაატა ამონაშვილებთან ერთად.

კურსს წაიყვანენ ფსიქოლოგები: 

რას ამბობენ ჩვენი მშობლები და მოზარდები ჩვენზე

ამ პროგრამაში მონაწილეობის შემდეგ ჩემმა შვილმა არა მხოლოდ შეიძინა ცოდნა, არამედ განუვითარდა უნარების ფართო სპექტრი, როგორიც არის: გუნდურობა, მოსმენა და დალოდება.

ეს უნარები მას დაეხმარა, რომ ჯგუფურ გარემოში ყოფილიყო თანამგრძნობი და ერთგული წევრი.

მან ასევე ისწავლა ცნებები „ჯანსაღი და არაჯანსაღი ურთიერთობები“, რის შემდგომაც იგი ხშირად იყენებდა ამ ტერმინებს, რაც სოციალურ გარემოზე პოზიტიურად აისახებოდა.

აკადემია მისთვის იყო უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური ადგილი - ეს იყო ადგილი, სადაც არა მხოლოდ სიამოვნებდა დროის გატარება, არამედ ისიც იცოდა, რომ იქ მას აფასებდნენ, როგორც ჯგუფის ღირებულ წევრს.

ჩემმა შვილმა მეტად გააანალიზა თავის ემოციები, გაერკვა სკოლაში არსებულ პრობლემს როგორ უნდა გაუმკლავდეს.

ბევრი ახალი თამაში ისწავლა, რაც დაეხმარა კიდევ მეტ სოციუმში ურთიერთობებისთვის, სთავაზობს სხვებსაც და უზიარებს აკადემიაში ნასწავლს.

მშობლებს ვეტყოდი, რომ ატარონ ბავშვები აკადემიაში. იქ არსებული კურსებით სწავლობენ როგორც ბავშვები ასევე მშობლები. ასევე ვურჩევდი პედაგოგების უმეტესობას მეტად გაეცნონ და დაამკვიდრონ მათ პრაქტიკაში ჰუმანური პედაგოგიკა. რაც ბევრად დიდი შედეგის მომტანია.

ჩვენთვის, ჩვენი შვილის აღზრდისთვის, ამონაშვილის ჰუმანური პედაგოგიკა წარმოადგენს ჩვენს ღირებულებებსა და პრიორიტეტებს, რომელიც არა მხოლოდ აღმზრდელობითი მეთოდია, არამედ ბავშვის ჩამოყალიბების სახელმძღვანელო. 

ამონაშვილის ჰუმანურ პედაგოგიკას ვურჩევდით ყველას, ვინც აფასებს და იზიარებს მსგავს ღირებულებებს, როგორიც არის თანაგრძნობა, პატივისცემა და პიროვნული განვითარება.

ფასი და დეტალები

- შეხვედრები ჩატარდება კვირაში ერთხელ, ონლაინ ფორმატში,
ზუმის საშუალებით
- შეხვედრის ხანგრძლივობა - 6-9 წელი - 1 საათი, 10 წლის ზემოთ -
1.5 საათი
- კურსის ხანგრძლივობა - 4 თვე (16 შეხვედრა) - ოქტომბერი - იანვარი
- კურსის საფასური - 790 ლარი - 11 სექტემბრამდე; 850 ლარი - 12-25
სექტემბერი; 920 ლარი - 26 სექტემბიდან
- დედმამიშვილებზე მოქმედებს 10% ფასდაკლება
 
კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
577 68 99 58

სარეგისტრაციო ფორმა

კვირის რომელ დღეებში გსურთ?

ხშირად დასმული შეკითხვები:

ტერიტორიულად სად მდებარეობთ? ჩვენი მისამართია - საბურთალო, ჯურხა ნადირაძის 1 - უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და ქავთარაძის ქუჩის პარალელურად. დეტალური ადგილმდებარეობა შეგიძლიათ იხილოთ რუკაზე:

გაქვთ თუ არა კურსები ონლაინ ფორმატში? დიახ, გვაქვს. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

არის თუ არა ჯგუფები ასაკების მიხედვით დაყოფილი? დიახ. ასაკობრივი ჯგუფები დაყოფილია შემდეგნაირად - 6-9 წელი, 10-12 წელი, 13 წლის ზემოთ.

ბატონი შალვა და პაატა ამონაშვილები არ ატარებენ შეხვედრებს? შეხვედრებს მოზარდებთან ატარებენ ჩვენი ფსიქოლოგები, რომლებიც გადამზადებულები არიან ჰუმანურ პედაგოგიკაში ბატონი შალვა და პაატას მიერ. პროგრამებიც შედგენილია ბატონ შალვა და პაატა ამონაშვილებთან ერთად. თვითონ ბატონი შალვა და პაატა ამონაშვილები მოზარდებთან შეხვედრებს არ ატარებენ.

  • Instagram
  • Facebook
  • YouTube
bottom of page