top of page

ჰუმანური პედაგოგიკის პრაქტიკული კურსი პედაგოგებისათვის

pedagogebi-insta.jpg

      მასწავლებელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა ადამიანის ცხოვრებაში. მას აქვს ძალა, რომ იყოს ყველაზე დიდი წინსვლის მოტივატორი. მასწავლებლის მიერ ადამიანის გულში დატოვებული კვალი მთელი ცხოვრება ბევრი კარგი საქმის ბიძგი შეიძლება გახდეს.

      60 წლის წინ შალვა ამონაშვილმა სწორედ ასეთი მასწავლებლების „ნაპერწკლის“ საიდუმლოს ძიება დაიწყო და შედეგად ჰუმანური პედაგოგიკა შექმნა, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით ათობით ათას პედაგოგს საკუთარი ძალების, თავისა და მნიშვნელობის რწმენა აჩუქა. საქართველოში დაწყებულმა ექსპერიმენტმა პედაგოგებთან ერთად შექმნა ახალი ხედვა, როგორც პედაგოგის არსის, ასევე გაკვეთილის, სკოლის და ზოგადად, ცხოვრების.

      პირველად საქართველოში ბევრი წლის შემდეგ ამონაშვილის აკადემია იწყებს ჰუმანური პედაგოგიკის პრაქტიკულ კურსს პედაგოგებისათვის.

      ამ კურსის მთავარი მიზანია დაეხმაროს მასწავლებლებს იპოვონ საკუთარი „პედაგოგიური ნაპერწკალი“, შექმნან სიყვარულით სავსე გარემო კლასში და აღზარდონ უსაზღვრო შესაძლებლობების მატარებელი თაობა.

       პედაგოგების პროგრამა რამდენიმე კუთხით იმუშავებს:
- ჰუმანური პედაგოგიკის სიღრმისეულ არსს, პედაგოგის არსს და მნიშვნელობას, ფილოსოფიასა და მსოფლმხედველობას შალვა ამონაშვილის განიხილავს;
- პედაგოგის, ბავშვებისა და პიროვნების ფსიქოლოგიურ ასპექტებს პაატა ამონაშვილი დაამუშავებს მასწავლებლებთან;
- ჰუმანური პედაგოგიკის მეთოდებს, ტექნიკებს, გაკვეთილის აგების ფორმებს, მასალის შექმნას და კიდევ სხვა მრავალ პრაქტიკას დაწყებითი კლასებისათვის წარმოგვიდგენს ნათელა ამონაშვილი.

 

პროგრამა არის 4 თვიანი, დაიწყება 30 იანვარს და შედგება 16 შეხვედრისაგან (58 საათი):
- 3 სრული დღე შალვა ამონაშვილთან;
- 2 სრული დღე პაატა ამონაშვილთან;
- 11 - 2.5 საათიანი პრაქტიკული შეხვედრა ნათელა ამონაშვილთან.

detalebisTvis dagvikavSirdiT - 571 506051

bottom of page